HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ეროვნული იდეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტამდე - თსუ-ს გზა 1918 წლიდან დღემდე

1918 წელს, მაშინ როცა საქართველო ჯერ კიდევ პოლიტიკური დაძაბულობის ეპოქაში ცხოვრობდა, თბილისში გაიხსნა სივრცე, რომელმაც ქვეყნის მომავალი შეცვალა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს იყო პირველი ეროვნული უნივერსიტეტი კავკასიაში და პირველი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლება ქართულ ენაზე დაიწყო. უნივერსიტეტი იქცა ადგილად, სადაც დაიბადა თანამედროვე ქართული მეცნიერება, ინტელიგენცია და სახელმწიფოებრივი აზროვნება.

ქართული უნივერსიტეტის შექმნის იდეა მე-19 საუკუნის ბოლოს დაიბადა. იმპერიული რუსეთის პირობებში ქართველ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად უცხოეთში უწევდათ წასვლა, ქართული სამეცნიერო ენა კი ფაქტობრივად არ არსებობდა. ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი უმაღლესი სკოლა, რომელიც დაეფუძნებოდა ევროპულ აკადემიურ გამოცდილებას, მაგრამ იმუშავებდა ქართულ ენაზე და ემსახურებოდა ქვეყნის კულტურულ განვითარება.

ადამიანები, რომლებმაც ქართული მეცნიერება შექმნეს…

სტატია სრულად იხილეთ აქ:

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 10
საზოგადოება

აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაოები დახურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.

შპს „ატო” (მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფანასკერტელ-ციციშვილის 29) ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლას ახორციელებდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით.

ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეში, ინდმეწარმე ნ. ბ.-ს (მის: თამარ მეფის N15) ფრინველთა სასაკლაოზეც. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება. ობიექტზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული 80კგ ფრინველის ხორცი.

ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 10
საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური (ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ამის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 10
საზოგადოება

2026 წლის სააღდგომო დიდი მარხვა: კალენდარი და მნიშვნელოვანი თარიღები

2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო დიდ მარხვას 23 თებერვლიდან დაიწყებს და 12 აპრილს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე დაასრულებს.
დიდ მარხვას, ტრადიციულად, წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მორწმუნეებს სინანულისა და სულიერი განწმენდისთვის ამზადებს.

მოსამზადებელი კვირები 1 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლოს კვირით იწყება. 2–9 თებერვალს მსგეფსი ხსნილია.
8 თებერვალი უძღები შვილის კვირაა, რის შემდეგაც, 9–16 თებერვალს, ხორციელის კვირა აღინიშნება — ამ პერიოდში ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვა ინახება.

15 თებერვალს ეკლესია საშინელი სამსჯავროს ხსენების დღესა და მირქმის საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს.
16–22 თებერვალი ყველიერის კვირაა — მთელი კვირის განმავლობაში დასაშვებია რძის ნაწარმი, კვერცხი და თევზი. სწორედ ყველიერის ოთხშაბათის საღამოდან იწყება ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა.

22 თებერვალი მიტევების კვირაა — ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენების დღე.
დიდი მარხვა ოფიციალურად 23 თებერვალს იწყება. 23–26 თებერვალს ეკლესიებში იკითხება ანდრია კრიტელის სინანულის კანონი.

მარხვის განმავლობაში ეკლესია განსაკუთრებულად აღნიშნავს კვირეულ დღესასწაულებს:
1 მარტი — მართლმადიდებლობის ზეიმი;
8 მარტი — წმინდა გრიგორი პალამას ხსენების დღე;
15 მარტი — ჯვრის თაყვანისცემის კვირა;
22 მარტი — წმინდა იოანე კლემაქსის ხსენება;
29 მარტი — წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე.

28 მარტი ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია.
4 აპრილი ლაზარეს შაბათია, ხოლო 5 აპრილს ბზობა აღინიშნება — ორივე დღეს მარხვა თევზით ხსნილია.
7 აპრილს ეკლესია ხარების დიდ დღესასწაულს აღნიშნავს.

6–12 აპრილი ვნების შვიდეულია — ქრისტეს ვნებების ხსენების განსაკუთრებული დღეები.
9 აპრილი დიდი ხუთშაბათია, საიდუმლო სერობის დღე, ხოლო 10 აპრილი — წითელი პარასკევი, უფლის ჯვარცმისა და გარდამოხსნის ხსენება.
12 აპრილს კი ქრისტიანული სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.

მარხვის პერიოდში მიცვალებულთა ხსენების დღეებია:
14 თებერვალი — ხორციელის შაბათი;
7, 14 და 21 მარტი — დიდმარხვის II, III და IV შაბათები.

ეკლესია მორწმუნეებს მარხვას სინანულისა და სულიერი განახლების პერიოდად განიხილავს და აღდგომას — სიხარულისა და იმედის დღესასწაულად.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 10
საზოგადოება

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 10

More Articles …

  1. ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას
  2. გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში ,,ყველის“ კუსტარული საწარმო გამოავლინა
  4. "ეს გაუთვლელი, ერთი ადამიანის ხუშტურზე მორგებული გადაწყვეტილებაა" - განათლების სამინისტროსთან აქცია იმართება
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47

Page 43 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    By რუსა ხავთასი
    Apr 06
  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna