მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება, რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, ხვალიდან მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
„ამ ჯგუფში უნივერსიტეტიდან იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი. მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციით განსაზღვრული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენ ვნახავთ, რა რესურსებია, რასთან მიმართებაში დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანი, გარდა პროგრამების დადარებისა, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანი რჩება აკადემიური პერსონალის შენარჩუნება და ამ რესურსების სწორად გადანაწილება. თითოეული ადამიანის მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა მიქანაძემ.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესრელიზში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ქუთაისში, ლერმონტოვის N10-ში რძისა და რძის პროდუქტების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე ბ. კ. სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ ყველს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი, ე. წ. ყველი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
იმერეთის რეგიონში სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი აქტიურად გრძელდება. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას.
- Details
- By რუსა ხავთასი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) იძულებით გაერთიანებას აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილეთა მოლოდინით მსგავსი პროცესები, შესაძლოა, მომავალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსაც შეეხოს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, პროტესტი უნივერსიტეტების იდენტობის დაცვას უკავშირდება: „უნივერსიტეტის ისტორიისა და იდენტობის ნაწილი ვართ ჩვენც, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც. ამიტომ "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის", "თავისუფლების მოედანი" და "განათლება საფრთხეშია" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 14 თებერვალს, შაბათს, 17:00 საათზე, ტერმინალის დარბაზში ვიწვევთ, რათა ვიმსჯელოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დამანგრეველი რეფორმის გასაჩერებლად“.
პროტესტის მონაწილის თქმით, დაგეგმილი რეფორმა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას არ ემსახურება: „ამ რეფორმის მიზანი არ არის ხარისხის უზრუნველყოფა. მისი მიზანია აკადემიური საზოგადოების დამორჩილება და აკადემიურ ველზე ისეთი დიქტატურის დამყარება, როგორიც პოლიტიკურ სივრცეშია“.
პროტესტის კიდევ ერთი მონაწილის განცხადებით, განათლების სისტემას რეფორმები სჭირდება, თუმცა პროცესი არასწორად მიმდინარეობს: "ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების სისტემას მნიშვნელოვანი რეფორმები სჭირდება, მაგრამ რეფორმები დაკეტილ კაბინეტში არ ხდება. რეფორმები ფართო კონსულტაციით ხდება. ახლა, როდესაც გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და შემდეგ ეპატიჟებიან ხალხს, ეს კონსულტაცია აღარ არის. ეს არის თავს მოხვევა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების.
ეს არის გაუთვლელი, აბსოლუტურად დაუგეგმავი, ერთი ადამიანის ხუშტურზე მორგებული გადაწყვეტილება. როგორც მიმდინარეობს ეს პროცესი, ეს არის ღირსებს შემლახავი და ძალიან ბუნებრივია, რომ პროფესორები, სტუდენტები პროტესტს აცხადებენ დღეს. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეფორმის გატარებას სჭირდება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, რომელიც ამ ხელისუფლებას არ აქვს", - აცხადებს პროტესტის მონაწილე.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირად ღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.
უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის ე.წ. - VIN კოდის შეცვლის ფაქტი.
„პირველადი მწარმოებლის მიერ მინიჭებული VIN კოდები გადაკეთებულია. მსუბუქ ავტომობილებთან მიმართებით აღნიშნული ფაქტი უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბით და ღირებულებით. ეს ავტომობილები დოკუმენტების მიხედვით, უნდა წასულიყო აზიის ქვეყნებში ფიზიკურ პირებთან“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ბათუმის გეზ-ის უფროსმა დავით კლიმენკო.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე, სოფელ ბარჯაში, კლდე ჩამოიშალა
- წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
- სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს
- "ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას. არხის კიდევ უფრო გაძლიერებას" - "ტელეიმედის" ახალი მფლობელი
Page 44 of 133
