შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე, სოფელ ბარჯაში კლდოვანი მასა ჩამოიშალა.
გზების დეპარტამენტის ცნობით, კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
- Details
- By რუსა ხავთასი
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა სენაკში, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სამხედრო ფიცი დადეს. ახალწვეულებს ფიცის დადება თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
ფიცის დადებამდე, წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარება და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და საცეცხლე მომზადება.
დღეიდან წვევამდელები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდებიან სენაკის მეორე ქვეით ბრიგადასა და ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან „დანონი ნუტრიცია“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში კი „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა, კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ (ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე).
„აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანია დანონის „ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში - კომპანია „ჯისი Georgian Info Service“ (სკ 211357850)-მ მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ - დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია.
პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, სურსათი დაილუქება.
სურსათის ეროვნული სააგენტო პროცესზე სრულ ზედამხედველობას ახორციელებს და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას.
ცერეულიდი (cereulide) არის ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ და იწვევს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
"ტელეიმედის" ახალი მფლობელ ილია მიქელაიშვილს ტელეკომპანიაში "სოლიდური ინვესტიციების" ჩადებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერების გეგმა აქვს. "პრაიმ მედია გლობალი"-ს მფლობელის განცხადებას "იმედი" აქვეყნებს.
ილია მიქელაიშვილი პირობას დებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა დაცული იქნება.
"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, „პრაიმ მედია გლობალი“ წლებია ოპერირებს ქართულ მედიაბაზარზე და ქვეყანაში, ამ მიმართულებით, არის ერთ-ერთი მზარდი კომპანია. მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მრავალთვიანი მოლაპარაკება ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან და შედეგად, ტელეკომპანია „იმედი“ და მისი ჰოლდინგის ქვეშ შემავალი სხვა მედიასაშუალებები ამიერიდან სწორედ „პრაიმ მედია გლობალის“ საკუთრებაში გადმოვა.
ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, როგორც ტელეკომპანია „იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან მიმართებით. ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას.
მეორე მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ „იმედი“ არის უპირობო ლიდერი ქართულ მედიასივრცეში და ჩვენი მიზანია ამ შედეგის გაფრთხილება და კიდევ უფრო გაუმჯობესება. ეს არის, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, დეტალურად კი ჩვენი გეგმების შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ", - ნათქვამია ილია მიქელაიშვილის განცხადებაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
"მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - იტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტო.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერისთვის 10 მედიკოსს პასუხისმგებლობა დაეკისრა
- Fire wok, "ბამბუ"... - სეს-მა თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა იანვარში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს
- სამტრედიაში ყველის ორი არარეგისტრირებული საწარმო გამოვლინდა
Page 45 of 133
