HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერისთვის 10 მედიკოსს პასუხისმგებლობა დაეკისრა

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები, სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.

მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. საბჭოზე კრიტიკული ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.

"დადგინდა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, ერთ პაციენტზე, ერთდროულად, გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევები საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, რომელიც განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ამასთან, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა შემცირდეს მსგავსი რისკები და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები.

საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი გაცემის პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია ექიმების როლი, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 06
საზოგადოება

Fire wok, "ბამბუ"... - სეს-მა თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

უწყების ინფორმაციით, დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია:

შპს ,,კოსმო ინკ“, ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20);
ინდმეწარმე ჰ. ს. (მის: გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);
შპს ,,მიაო ჯია“ (მის: თაბუკაშვილის ქუჩა 6);
შპს ,,იომი 1977“ (ს/კ 404747716, მის. გამრეკელის 3);
ინდმეწარმე დ. ქ. (სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (მის: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ. მ/ტ);
შპს ,,რ ნ ა ენთერფრაისი“, (მის: შ. ნუცუბიძის 2);
შპს ,,ალ მადინა კეივ“ (მის: ტეტელაშვილის ქუჩა 2);
შპს “იოკო აზია” (კაფე-ბარი რესტორანი; ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19);
შპს "ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ", ჩინური რესტორანი "ბამბუ" (;ს/კ 405649794, მის: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის 32).

"კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გარდა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები", - ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 06
საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა იანვარში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა იანვარში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან ერთი სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორი -სამცხე-ჯავახეთის, ერთი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ოთხი – ქვემო ქართლის, ათი – კახეთის, ერთი – მცხეთა-მთიანეთის, ორი – გურიის, ხუთი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო ორი – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების სამი ფაქტი და ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.

სამართალდარღვევიბიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს სამი ფაქტი, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 06
საზოგადოება

სამტრედიაში ყველის ორი არარეგისტრირებული საწარმო გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ინდმეწარმე ზ. გ. (მის: ჩეხოვის ქ. №4) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ახდენდა სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ ჰქონდა რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა სურსათი, რომელიც მზადდებოდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით.

დარღვევები გამოვლინდა ვასაძის ქუჩა N8-ში მდებარე ყველის საწარმოშიც, სადაც ინდმეწარმე ზ. კ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. საწარმოში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა-დეზინფექცია, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ობიექტზე დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი, დაილუქა მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

იმერეთის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ორი არალეგალური საწარმო მიმდინარე წლის იანვარშიც გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“, - აცხადებენ სააგენტოში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 05
საზოგადოება

ქვემო ქართლში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

როგორც სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, საუბარია ინდმეწარმე გ. ბ-ზე (მისამართი ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩის მ/ტ), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამასთან, სეს-ის ინფორმაციით, ობიექტზე აღინიშნა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.

ასევე, სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ (ნედლის რძის თერმული გადამუშავება) შპს "Cheese line” (ს/კ 426520883, მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი), ინდმეწარმეები ა. ს. (მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი) და ზ. მ. (გარდაბანი, სოფ. თელეთი). ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სავალდებულო აღიარების მოთხოვნით.

"აღიარება არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება. ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას ენიჭება უვადო აღიარება.

აღიარების გზამკვლევი, დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობები და პროცედურა შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებგვერდზე. ", - წერია სეს-ის პრესრელიზში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 05

More Articles …

  1. არაგვის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
  2. თსუ-ს სენატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მედიცინის ფაკულტეტის გატანას, გაუქმებას ან მილევად რეჟიმში გადასვლას
  3. პარლამენტმა მესამე მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
  4. Nestle-მ ბაზრიდან ბავშვთა კვების კიდევ ერთი, ამჯერად Guigoz-ის პარტია ამოიღო
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50

Page 46 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    By რუსა ხავთასი
    Apr 06
  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna