საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი), დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა.
როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაზიანებული ფილის დაშლა, არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება.
მათივე ცნობით, სამუშაოები ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, გზაზე დაწესდება მოძრაობის ნაწილობრივი შეზღუდვა.
"სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით:
ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები.
აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას.
ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას", - წერია გზების დეპარტამენტის პრეს-რელიზში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) კატეგორიულად ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის გატანას, გაუქმებას ან მილევად რეჟიმში გადასვლას.
“მედიცინის ფაკულტეტის გატანა უნივერსიტეტიდან გამოიწვევს არაერთ აკადემიურ, ორგანიზაციულ, ფინანსურ და მორალურ პრობლემას და შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტის საბჭო კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნულს”, - ამის შესახებ თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 4 თებერვლის სხდომის ოქმშია აღნიშნული.
ცნობისთვის, სენატის გუშინდელ სხდომაზე თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმის გარდა, მედიცინის ფაკულტეტის მოსალოდნელი გაუქმების (მილევად რეჟიმში გადაყვანის) საკითხიც განიხილეს. როგორც ოქმშია აღნიშნულიო, საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - მაია ბიწკინაშვილმა.
მომხსენებლის განმარტებით, სამედიცინო განათლება საქართველოში დაიწყო სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წელს.
"1930 წელს ცალკე ინსტიტუციად გატანილი სამედიცინო განათლება კვლავ აღდგა თსუ-ში 1994 წელს და უკვე 31 წელია თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტს აქტიური წვლილი შეაქვს ექიმების ახალი თაობების აღზრდაში, სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში, უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაში და, ამასთანავე, წარმოადგენს უნივერსიტეტის ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს. აღნიშნა, რომ დღეს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი ფუნქციონირებს როგორც მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, მკვლევარებით და კლინიცისტებით დაკომპლექტებული ინსტიტუცია, რომელსაც ჰყავს 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული მედიკოსი, 2600-ზე მეტი აქტიური სტუდენტი, რეზიდენტი, მაგისტრანტი, თუ დოქტორანტი.
შესაბამისად, მიაჩნია, რომ ფაკულტეტის გაუქმება არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს როგორც ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიურ-ადმინისტრაციული შემადგენლობა, ისე მთლიანად ქვეყნის პირველი უნივერსიტეტი. მომხსენებელმა აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 2 თებერვალს, მედიცინის ფაკულტეტის საბჭო შეიკრიბა და იმსჯელა როგორც უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე, აგრეთვე მედიცინის ფაკულტეტის გაურკვეველი ბედის თაობაზე. ფაკულტეტის შესაძლო დახურვის საკითხი ასევე განხილულ იქნა მედიცინის ფაკულტეტის N10 საბჭოს სხდომაზე. საბჭომ შეიმუშავა (არგუმენტირებული პოზიცია) დოკუმენტი”, - აღნიშნულია თსუ-ს სენატის ოქმში.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატი თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სამინისტროს მოუწოდებს, პროცესი შეწყვიტოს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები კანონმდებლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ გააცნო.
„ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წლით, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი− X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი− XII კლასი). ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.
გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაამტკიცებს. სამინისტრო ასევე დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკანონმდებლო ორგანომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
„კანონპროექტის თანახმად, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება. ცვლილებებით ზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცეთ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებულ ჩამონათვალში, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
მას შემდეგ, რაც ჩვილ ბავშვთა კვების მწარმოებელმა კომპანიებმა იანვარში რამდენიმე პროდუქტი ბაზრიდან გამოიხმეს, საფრანგეთმა ფორმულაში დაშვებული ცერეულიდის ტოქსინის დაშვებული უსაფრთხოების ზღვარი შეამცირა, კილოგრამზე 0.03 მიკროგრამის ნაცვლად, 0.014 მიკროგრამამდე.
შედეგად, Nestle-მ ბაზრიდან ამოსაღები პროდუქციის სიას Guigoz-ის ბრენდის კიდევ ერთი პარტია დაამატა. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ანალიტიკოსების მოლოდინს, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ კომპანიას ბაზრიდან პროდუქციის გამოხმობა აღარ დასჭირდებოდა.
ცერეულიდი, რომელმაც შესაძლოა გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს, ჩინეთში მდებარე იმ ქარხნიდან მიღებულ ინგრედიენტებში აღმოაჩინეს, რომელიც ბავშვთა კვების მრავალ მწარმოებელს, მათ შორის Nestle-ს, Danone-სა და Lactalis-ს, ამარაგებს. ამ ფაქტმა ათობით ქვეყანაში პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება და მშობლების შეშფოთება გამოიწვია.
"ვინაიდან ცერეულიდის ანალიზის მეთოდები დაიხვეწა, უკვე ამოღებულ პარტიებთან ერთად, ჩვენ ნებაყოფლობით ვიღებთ რეალიზაციიდან Guigoz-ის ჩვილ ბავშვთა კვების კიდევ ერთ პარტიას," - ნათქვამია Nestle-ს განცხადებაში.
უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საფრანგეთმა ცერეულიდის დასაშვები ზღვარი 31 იანვარს შეამცირა. ახალი სტანდარტი დაწესდა ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან (EFSA) შეხვედრის შემდეგ, რომელმაც მსგავსი რეკომენდაცია გასცა.
Nestle-ს საფრანგეთში Guigoz-ის (სხვა ბრენდებთან ერთად) გარკვეული პარტიები უკვე ამოღებული ჰქონდა იანვარსა და დეკემბერში.
ადგილობრივი პროკურორების თქმით, ფრანგი გამომძიებლები ადგენენ, არის თუ არა კავშირი ორი ჩვილის გარდაცვალებასა და Guigoz-ის იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც გაყიდვიდან ამოიღეს.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო და თავად კომპანია აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს. კვლევის შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდებიან.
- Details
- By რუსა ხავთასი
ქვიშხეთი-ხაშურის მონაკვეთზე რკინიგზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
რკინიგზის ცნობით, ობიექტზე 200-მდე თანამშრომელი და მძიმე ტექნიკა მუშაობს.
„მიმდინარე სამუშაო პროცესი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ დაათვალიერა.
3-კილომეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგის კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალის აღნიშნულ ტერიტორიაზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარე 100კმ/სთ-მდე გაიზრდება.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მგზავრობის დროს შეამცირებს.
ზაფხულის სეზონისთვის, როგორც დაანონსებული იყო, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდება.
აბაშიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება საქართველოს რკინიგზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მატარებლების სიჩქარეების მატებას, მეორე მხრივ კი, მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
- ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტიდან 4 ფრენა გაუქმდა
- "ყველაზე ხშირი დარღვევები სურსათის უვნებლობის მიმართულებით და მათი პრევენცია" - სეს-ი ბიზნესოპერატორებს მიმართავს
- გორსა და ხაშურში სამი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს - შეჩერებულია საწარმოო პროცესი
Page 47 of 133
