საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტიდან ოთხი რეისი გაუქმდა. როგორც BMG-ის აეროპორტის პრესსამსახურში უთხრეს, 00:00-დან 10:00-მდე დაგეგმილი 44 ფრენიდან 4 რეისი გაუქმდა. აქედან სამი რეისი სტამბოლის, ერთი კი ანტალიის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.
გაუქმებული რეისებია:
Pegasus - სტამბოლი;
Pegasus - ანტალია;
Turkish Airlines - სტამბოლი;
Ajet - სტამბოლი;
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, 2025 წელს, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 40 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი და ზედამხედველობა) განახორციელეს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა 4050-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მათ შორის გამოიკვეთა დარღვევები, რომელთა გამოც ბიზნესოპერატორები ყველაზე ხშირად დაჯარიმდნენ:
- საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების გარეშე;
- სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა;
- სურსათის მიკვლევადობის დარღვევა;
- ვადაგასული სურსათით რეალიზაციის ფაქტები.
"აღნიშნული დარღვევების პრევენცია შესაძლებელია. დარღვევების შემცირება ხელს შეუწყობს თავად ბიზნესის განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიცავს მომხმარებელთა უფლებებსა და ჯანმრთელობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია განაახლონ შესაბამისი ვადების დაცვით; ასევე, იმ ბიზნესოპერატორებმა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, დროულად მიმართონ სააგენტოს აღიარების მოთხოვნით; ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ვადებს, არ გამოიყენონ ვადაგასული პროდუქცია სურსათის მომზადებისას და აღკვეთონ მათი რეალიზაცია; უზრუნველყონ სურსათის მიკვლევადობა და დაიცვან ეტიკეტირების მოთხოვნები", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში სამი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. უწყების ცნობით, ობიექტები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები შემდეგ მისამართებზე დაფიქსირდა:
გორში გოგებაშვილის N2 (ფიზიკური პირი თ.ჩ.);
ხაშურში ყიფიანის N29 (ი.მ. ბ.კ.);
გორში გურამიშვილის ჩიხი N2 (პ.ნ.).
ინსპექტირებისას გამოიკვეთა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია. სააგენტოს განმარტებით, ცხოველების დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხდებოდა.
გამოვლენილი დარღვევების გამო, სამივე მეწარმე დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი კანონმდებლობის შესაბამისად შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლი პრიორიტეტული მიმართულებაა და არალეგალური წარმოებების გამოსავლენად სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად ხორციელდება.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ამ ეტაპზე განცხადებას ხელს 242 პროფესორ-მასწავლებელი აწერს. სია განახლებადია
პროფესორების ინფორმაციით, 2026 წლის 31 იანვარს ფაკულტეტზე ჩატარებულ ფარულ გამოკითხვაში მონაწილე 62-ვე პროფესორმა ერთსულოვნად დააფიქსირა უარყოფითი დამოკიდებულება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეის მიმართ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოკითხვის საფუძველზე ქვეყნდება ღია წერილი, რომელსაც მიერთება შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც იზიარებს წერილის შინაარსს.
ღია წერილში პროფესორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის და იგი საქართველოს ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მათი შეფასებით, თსუ არის ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი და რომელმაც ასეულობით ათასი ადამიანის პროფესიული და პიროვნული მომავალი განსაზღვრა.
"გაცნობებთ, რომ 2026 წლის 31 იანვარს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა ფარულ გამოკითხვაში ერთსულოვნად დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით.
62 პროფესორიდან, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას.ხსენებული გამოკითხვის საფუძველზე ვაქვეყნებთ ღია წერილს, რომელთან მიერთება შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც იზიარებს ტექსტის სულისკვეთებას.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ღია წერილი:მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი - საქართველოს ისტორია, წარსული, აწმყოცა და მომავალიც; ადგილი, რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული მომავალი განუსაზღვრია;
ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი.ამ წერილით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ თსუ არ არის უბრალოდ ინსტიტუცია, რომლის მომავალი მხოლოდ პროცედურულ, ან სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვითხოვთ:
შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს;
დაიწყოს ფართომასშტაბიანი, საჯარო და არგუმენტირებული კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. მისი განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ თსუ რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვან ცენტრად ჩამოყალიბდეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება როგორც თსუს, ისე სტუს ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. უნივერსიტეტებთან ბოლო რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა
- რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - გივი მიქანაძე
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
- გადადგომას არ ვაპირებ - სტუ-ს რექტორი
Page 48 of 133
