სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კონტროლის შედეგად, ყველის გადამმუშავებელი ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა შემდეგ ობიექტებზე:
სოფელი გეგუთი (წყალტუბო): ფიზიკური პირი საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სესის აღიარების გარეშე ეწეოდა. ინსპექტირებისას გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა და პროდუქციის მიკვლევადობის დარღვევა.
შპს „რაგო“ (სოფელი სამტრედია, ტყიბული): კომპანიას არ გააჩნდა სავალდებულო აღიარება და არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო მათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სააგენტოს აღიარება სავალდებულოა. უწყების განცხადებით, სახელმწიფო კონტროლი სურსათის უვნებლობის მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და ელექტრონული ფორმატით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.
„გამოცდის მიზანია იმ სტუდენტების აკადემიური მზაობის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ.
გამოცდა მნიშვნელოვანი მექანიზმია ობიექტური და სტანდარტიზებული შეფასებისთვის, რაც კანდიდატების საგანმანათლებლო პროცესში თანაბარ ჩართულობას და მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდას 2019 წლიდან, წელიწადში რამდენჯერმე ატარებს.
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ობიექტური და გამჭვირვალე ტესტირების სისტემა ხელს უწყობს, როგორც სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, ისე ქვეყნის განათლების სისტემის გაძლიერებას.
აპლიკანტები ტესტირების გასავლელად უნდა გამოცხადდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9).
რეგისტრაცია 13:00 საათზე, გამოცდა კი 14:00 საათზე დაიწყება.
გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება. გამოცდის მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აპლიკანტებს, ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში შესაბამისი ინსტრუმენტებით (კალამი, ფურცლები დ სხვა..) უზრუნველყოფს.
ტესტირება ტარდება ელექტრონული ფორმატით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება 3 ნაწილისაგან შემდგარი საგამოცდო ტესტი:
- წაკითხულის გააზრება;
- ლოგიკური მსჯელობა;
- რაოდენობრივი მსჯელობა.
თითოეულ ნაწილში გაერთიანებულია 15 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება. შესაბამისად, ტესტი სრულად შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. ბოლო, 45-ე დავალებაზე პასუხის მონიშვნის, ან მონიშვნის გარეშე ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება ტესტის დასრულების შესახებ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რამდენ დავალებაზეა გაცემული პასუხი დავალებების საერთო რაოდენობიდან. ღილაკზე „დაასრულეთ“ დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაცია ტესტის დასრულების შესახებ.
გამოსაცდელს შესაძლებლობა აქვს, გამოცდის პროცედურის შესახებ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ცენტრს გამოცდის დღეს 20:00 საათამდე
- Details
- By ანი სარდლიშვილი
28 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს და მზეს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზიანი ამინდია. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც უნალექო ამინდია, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდია ჭიათურაში, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +4, ღამით -7 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +7 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით 1, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი თელავშიც, 5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში თოვლს ელოდებიან, დღისით 3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ნავარაუდევი რუსთავში. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო და მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნული პარტიების გაყიდვა შეჩერებულია, საწყობში არსებული მარაგები დათვლილი და აღწერილია.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის, „ბეიბიბიოს“ ჩვილ ბავშვთა ფორმულის ოფიციალური იმპორტიორის, Naturland-ის შეტყობინება ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებიდან, მათ შორის, საქართველოდან კონკრეტული პარტიების გამოთხოვის თაობაზე.
მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრიდან ნებაყოფლობით გაეწვია ჩვილის ფორმულის – BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარტია, რომლიდან მხოლოდ 2 არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე:
BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 894408, ვარგისიანობის ვადა 09/07/2027;
BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 900035, ვარგისიანობის ვადა 12/08/2027.
იმპორტიორმა კომპანიამ გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობა სარეალიზაციო ქსელებს – სს „გეფას“, შპს „პსპ-ფარმას“, შპს „ავერსი-ფარმას“, რომლებშიც იყიდება აღნიშნული ბავშვთა კვება. მათივე ცნობით, აღნიშნული პარტიების გაყიდვა შეჩერებულია, საწყობში არსებული მარაგები დათვლილი და აღწერილია, მათ გამოთხოვას კი სააგენტოს უფლებამოსილი პირები გაუწევენ ზედამხედველობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ“, – ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს. Adjara Times-ის ინფორმაციით, შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში მოხდა. მათივე ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მათი ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე უცნობია დამატებითი დეტალები. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
Page 52 of 133
