29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო!
29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის.
მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განახლებული განრიგი:
თბილისი - ოზურგეთი
გასვლა: 08:25
ჩასვლა: 15:37
ოზურგეთი- თბილისი
გასვლა: 08:35
ჩასვლა: 15:59
- Details
- By რუსა ხავთასი
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითო მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს.
- Details
- By რუსა ხავთასი
ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
პროექტის ფარგლებში 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო.
მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავს რვა დამხმარე შენობას. გათვალისწინებულია სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, „გრუმინგისა“ და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ძაღლების სავარჯიშო სივრცე.
კომპლექსის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
პროექტის ღირებულება ცხრა მილიონამდე ლარს შეადგენს.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
- Details
- By რუსა ხავთასი
5 ქართველი მეზღვაური, რომლებიც 15 იანვარს კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე მუშაობდნენ, 23 იანვარს ბათუმში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
აღნიშნული ტანკერი რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია, ის აშშ-ის სამხედრო ძალებმა ვენესუელასთან კავშირის გამო დააკავეს.
გამოცემის ცნობით, მეზღვაურები პუერტო-რიკოდან საქართველოში - პანამისა და სტამბოლის გავლით, გამოემგზავრნენ. მათი ქვეყანაში დაბრუნება შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო.
მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველი მეზღვაურების სანქცირებულ ტანკერზე ყოფნა არ დაადასტურა და "რადიო თავისუფლებას" მისწერა, რომ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე ინფორმაციას ამოწმებდნენ.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა.
„ფრანგულმა მწარმოებელმა „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ არცერთ ქვეყანში ამ პროდუქტის მიღების შედეგად რაიმე სახის გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტიორი კომპანია „უნო გრუპი“ შეამოწმეს. ბიზნესოპერატორი სურსათის გამოთხოვის და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების თავის არიდებისთვის დაჯარიმდა.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია კონკრეტული პარტიები, რომელებიც ექვემდებარება ბაზრიდან გამოთხოვას: Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G -8000003297; Picot 2 800G -8000003280. ბაზრიდან გამოთხოვის პროცესს, სააგენტოს ზედამხედველობით, ბიზნესოპერატორი ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.
ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების პროდუქციის. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარზე Picot-ის სახელწოდებით არის წარმოდგენილი“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- ინდურ სამზარეულოს, „ააკაშის საკვები” საწარმოო პროცესი შეუჩერდა
- ფსიქოტროპულების რეცეპტების გაცემა დასაბუთების და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე ხდებოდა - ჯანდაცვის სამინისტრო
- ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებენ
- რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გზებზე კვლავ შეზღუდვებია
Page 53 of 133
