HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ინდურ სამზარეულოს, „ააკაშის საკვები” საწარმოო პროცესი შეუჩერდა

რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო ინდურ სამზარეულოს, „ააკაშის საკვებს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სეს-ის ცნობით, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

ს„ურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს საზოგადოებრივი კვების ობიექტში – ი.მ. „ააკაშის საკვები“ (მის: თბილისი, ნუცუბიძის N31, ს/კ 304768570).

ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ინდურ სამზარეულოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არ იყო დაცული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესი, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

გამოვლენილი დარღვევებისათვის ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, – ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 23
საზოგადოება

ფსიქოტროპულების რეცეპტების გაცემა დასაბუთების და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე ხდებოდა - ჯანდაცვის სამინისტრო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლეს, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.

"საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.

საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქტროპული მედიკამენტების გაცემის მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვანია ექიმების როლი და პასუხისმგებლობა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. იგეგმება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რათა მედიკამენტების არაკეთილსინდისიერად გაცემის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და პაციენტების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. კონკრეტული საქმეები, შესწავლის მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. საბჭო კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს", - იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.

პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. ასევე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები.

საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.

წყარო: bm.ge

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 23
საზოგადოება

ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებენ

ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების მაღაზიების მფლობელებმა აქცია გამართეს. მოვაჭრეები ახალი რეგულაციების ამოქმედებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები მათ საქმიანობას ფაქტობრივად აჩერებს - ინფორმაციას tv პირველი ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის ახალი წესი ამოქმედდა

მოვაჭრეები ხელისუფლებას რეგულაციების ამოქმედების გადავადებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ ცვლილებები მათთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული.

„მე პირადად ბანკის ვალი მაქვს და ჩემნაირი არის აქ დაახლოებით 80%. კარგი, დავკეტეთ და წავედით, მაგრამ რით ვიხადოთ ეს ბანკის ვალი? შემოსავლების სამსახური შემომივიდა და 195%-იანი მოგება დამითვალა, რაც არარეალურია. დამადო 600 ათასი ლარი ჯარიმა, რომელსაც ვერ გადავიხდი. ამდენი ვალდებულების შემდეგ რომ მეუბნები, დაკეტე, სად წავიდე? სტუდენტი მყავს, პატარა ბავშვი მყავს და ოჯახს ვარჩენ ამ საქმიანობით,“ – აცხადებს მოვაჭრე tv პირველთან.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის ინფორმაციით, დახმარების თხოვნით ისინი თბილისის მერიასაც მიმართეს, თუმცა უწყებაში უთხრეს, რომ ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესაძლებლობა არ აქვთ.

„რაც უკვე შემოტანილი გვაქვს, ეს საქონელი ხომ უნდა გავყიდოთ? გვაქვს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებები და გვეუბნებიან, რომ ‘წადით სახლში, არ გვაინტერესებს’. მერიაშიც ვიყავით, მაგრამ გვითხრეს, რომ არც პირობები აქვთ და არც სივრცეები, სადაც უნდა გადაგვიყვანონ. ეს პრობლემები მათ საერთოდ არ აინტერესებთ,“ – აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ რეგულაციების უცვლელად ამოქმედების შემთხვევაში, ელიავას ბაზრობაზე ასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, ამ პროდუქციის დაუშვებელ ადგილებში განთავსება/რეალიზაცია მკაცრად ისჯება:

  • აკრძალულ ადგილებში რეალიზაცია: ფიზიკური პირი 2 500 ლარით ჯარიმდება, იურიდიული - 5 000 ლარით. კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ჯარიმა ორმაგდება. განმეორებითი დარღვევა იურიდიული პირისთვის 15 000-დან 30 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
  • წესების დარღვევა დაშვებულ ადგილებში: იმ ტერიტორიებზე, სადაც ვაჭრობა ნებადართულია, საკრებულოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა 1 000-დან 2 500 ლარამდე ჯარიმას იწვევს.
  • სამშენებლო მასალები და ბეტონი:ცვლილებები ასევე ეხება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, გადაუხურავი მანქანით გადაზიდვას და გზაზე ბეტონის დაღვრას. ამ შემთხვევებში სანქციები 1 000-დან 5 000 ლარამდე მერყეობს.

 

საკითხი 2019 წლის 30 მაისს კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით დარეგულირდა, განისაზღვრა სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 28 თებერვლის N54-35 დადგენილებით დამტკიცდა ,,მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი“, რომლის ამოქმედებაც რამდენჯერმე გადავადდა და ბოლო ვარიანტით, ძალაში 2026 წლის 1-ელ იანვარს უნდა შევიდეს, უკვე გაზრდილი ჯარიმებით.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 21
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გზებზე კვლავ შეზღუდვებია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გზებზე კვლავ შეზღუდვებია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე, კოდა-სოფ.ალგეთის მონაკვეთზე კი შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი-ახალციხის გზის პაქსაძეების ხიდისა და უტყისუბანს შორის არსებულ მონაკვეთზე.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს ახალსოფელი-ბორითის სატრანსპორტო კვანძებთან.

რამდენიმე საათიანი დაშვების შემდეგ გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის მიზეზად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქარბუქსა და შეზღუდულ ხილვადობას ასახელებს. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 21
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი.

შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, საგაკვეთილო პროცესისას მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვით, პედაგოგებმა მოსწავლეებს პირადი მაგალითი უნდა მისცენ.

„ის, რომ პედაგოგი მობილურ ტელეფონს გაკვეთილის მიმდინარეობისას შესაბამის შემნახველ ყუთში მოსწავლეების ტელეფონებთან ერთად მოათავსებს, ეს იქნება მაგალითი მათთვის. ამას მასწავლებლებისთვის არ აქვს აკრძალვის ხასიათი. ეს არის უბრალოდ პირადი მაგალითის მიცემა მოსწავლეებისთვის. თუმცა როგორი იქნება ზუსტად რეგულაცია, ამ წუთას წესი შედგენილი არ არის, ვმუშაობთ. მაგრამ შინაარსი არის ის, რომ მასწავლებელი მაგალითი გახდეს ბავშვისთვის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 21

More Articles …

  1. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
  2. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  3. 9 წელში ამბროლაურის აეროპორტი 16 481 მგზავრს მოემსახურა
  4. ზუგდიდამდე 75-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალის საპროექტო ტენდერი გამოცხადდა
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58

Page 54 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    By რუსა ხავთასი
    Apr 06
  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna