HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი.

შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, საგაკვეთილო პროცესისას მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვით, პედაგოგებმა მოსწავლეებს პირადი მაგალითი უნდა მისცენ.

„ის, რომ პედაგოგი მობილურ ტელეფონს გაკვეთილის მიმდინარეობისას შესაბამის შემნახველ ყუთში მოსწავლეების ტელეფონებთან ერთად მოათავსებს, ეს იქნება მაგალითი მათთვის. ამას მასწავლებლებისთვის არ აქვს აკრძალვის ხასიათი. ეს არის უბრალოდ პირადი მაგალითის მიცემა მოსწავლეებისთვის. თუმცა როგორი იქნება ზუსტად რეგულაცია, ამ წუთას წესი შედგენილი არ არის, ვმუშაობთ. მაგრამ შინაარსი არის ის, რომ მასწავლებელი მაგალითი გახდეს ბავშვისთვის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 21
საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჩატრებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

„ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კოდა-სოფ.ალგეთისა და კმ 110-კმ 146 მონაკვეთებზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზაზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძეების ხიდი-უტყისუბნის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ბათუმი-ახალციხის გზის კმ 50-კმ 85 მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 21
საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში",- აღნიშნავენ უწყებაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 20
საზოგადოება

9 წელში ამბროლაურის აეროპორტი 16 481 მგზავრს მოემსახურა

ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულებისაეროპორტი 9 წლის წინ, 2017 წლის 20 იანვარს გაიხსნა. აეროპორტის მშენებლობის შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2017 წლიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 16 481 მგზავრსა და 1 060 რეისს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილისგანცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმისა დაქვემო სვანეთის მხარისთვის და ადგილობრივიტურისტული სექტორის განვითარებისთვის, რადგანაეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალიშესაძლებლობები შექმნა.

"ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტისფუნქციონირებამ რაჭაში ეკონომიკური აქტივობამნიშვნელოვნად გაზარდა. გაჩნდა ახალისასტუმროები და გესთჰაუსები, შეიქმნა დამატებითისამუშაო ადგილები, რამაც ხელი შეუწყო რეგიონშიტურიზმის სფეროს განვითარებას. ამ ეტაპზეაეროპორტში, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მხრიდან 20 ადამიანია დასაქმებული", - განაცხადა ლევანმოსეშვილმა.

აეროპორტის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერშიდაიწყო და პირველი რეისი 2017 წლის იანვარში მიიღო. ამ ეტაპზე აეროპორტი მცირე ზომის - 15-ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, სამომავლოდგათვალისწინებულია უფრო დიდი საჰაეროხომალდების მიღების შესაძლებლობა და, მგზავრთანაკადის ზრდის შემთხვევაში, ტერმინალისგაფართოებაც.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრსშეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალისფართობი 600 კვადრატული მეტრია დადაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულადგატარებაზეა გათვლილი.

ნატახტრის აეროპორტიდან საქართველოს ქალაქებს, მათ შორის ამბროლაურს, შორის შიდა მიმოსვლას ავიაკომპანია "სერვის ეარი" Vanilla Sky-ის ბრენდის ქვეშ ახორციელებს.

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ამბროლაურის მიმართულებით ერთ გზაზე ფრენის ღირებულებაა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი;

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 20
საზოგადოება

ზუგდიდამდე 75-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალის საპროექტო ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში 4-ზოლიანი მაგისტრალის განვითარებას გეგმავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ბაზრის მოკვლევა საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად დღეს გამოაცხადა. პროექტის ყველა ლოტის ჯამური სიგრძე 75 კილომეტრს შეადგენს და ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს სამტრედიის მიმდებარედ დაუკავშირდება.

"პროექტის მიზანია გზების დეპარტამენტისთვის სამტრედია-ფოთის კვანძი-ანაკლიის კვანძი ზუგდიდი-რუხის საავტომობილო გზის მონაკვეთებისთვის ტექნიკურად გამართული, კლიმატმედეგი და მშენებლობისთვის მზა პროექტის შემუშავება, ასევე მშენებლობის პერიოდში შეზღუდული მოცულობის საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა. პროექტი იყოფა სამ მონაკვეთად: მონაკვეთი ა) სამტრედია-ფოთის კვანძის მონაკვეთი სავარაუდო სიგრძით 34.4კმ, მონაკვეთი ბ) ფოთის კვანძი-ანაკლიის კვანძის მონაკვეთი , სავარაუდო სიგრძით 23 კმ., და გ) ანაკლიის კვანძი - ზუგდიდი-რუხის მონაკვეთი, სავარაუდო სიგრძით 19,3 კმ,"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, მითითებულია რომ უშუალოდ ანაკლიასთან მისასვლელი გზის 17-კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე დაპროექტებულია.

საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია სამეგრელოს ავტობანის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა 18 თვეს შეადგენს. დოკუმენტაციის თანახმად, დაიშვებიან მხოლოდ ის საინჟინრო კომპანიები, რომლებიც წარადგენენ საუკეთესო ფასს, გამოცდილების მხრივ კი მათ მოეთხოვებათ რომ პროექტის ლიდერს ჰქონდეს არანაკლებ 15-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო საგზაო პროექტების ინჟინერიის მიმართულებით, ანალოგიური გამოცდილება მოეთხოვება პროექტის საგზაო და ხიდების ინჟინრებსაც.

"კონსულტანტს 2015 წლიდან ინტერესთა გამოხატვის მიღების ბოლო ვადამდე, წარმატებით განხორციელებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 (ორი) ხელშეკრულება, თითოეული მინიმალური ღირებულებით 2,000,000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს მაგისტრალის/ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას,"- ნათქვამია სატენდერო აღწერაში.

კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 24 თებერვლამდე შეეძლებათ.

პროექტის სავარაუდო რუკა ანაკლიის კვანძის ჩათვლით - აღწერის თანახმად, ზუგდიდამდე მაგისტრალი 4-ზოლიანი იქნება, ანაკლიის დამაკავშირებელი გზა კი ორზოლიანი:

გარდა აღნიშნული პროექტისა, მთავრობა 2026 წელს ასევე გეგმავს ბადიაური–ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობას, რისთვისაც 2026-2029 წლებისთვის 576 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. იგეგმება აგრეთვე გურჯაანი–თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი–ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირებაც.

2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობის დაწყებაც, რომელზეც 2026-2029 წლებში 1.3 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 20

More Articles …

  1. 2025 წელს შიდა ბაზარზე შემოწმებული ღვინის ნიმუშებში დარღვევა გამოვლინდა - სააგენტო
  2. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრამდე საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება
  3. ყავის ნაცვლად მოხალულ ბარდას გვასმევდნენ - სესი
  4. აღმაშენებლის გამზირზე ხანძარია
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59

Page 55 of 134

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში" - ილჰამ ალიევი
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna