HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

2025 წელს შიდა ბაზარზე შემოწმებული ღვინის ნიმუშებში დარღვევა გამოვლინდა - სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 78 კომპანიის პროდუქცია. აღებული 136 ნიმუშიდან დარღვევა დაფიქსირდა 73 ნიმუშში.

სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 62 კომპანიაში. აღებული 1 289 ნიმუშიდან დარღვევა დაფიქსირდა 7 კომპანიის 19 ნიმუშში.

ამასთანავე, სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს „ბიურო ვერიტას ჯორჯიასა“ და შპს „სჯს ჯორჯიას“ მიერ შემოწმებულ 80 კომპანიაში აღებული 529 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა და შესაბამისი ლოტის თანხვედრის დადგენას მოიცავდა.

გარდა ამისა, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 2025 წელს ჩატარდა 279 დეგუსტაცია. სულ შემოწმდა 13 349 ნიმუში, საიდანაც 520 ნიმუშმა დეგუსტაცია ვერ გაიარა, ხოლო 12 829 ნიმუში დადებითად შეფასდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2026 წელს ხარისხის კონტროლი გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება შიდა ბაზრის მონიტორინგი, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გაიზარდოს მასზე მოთხოვნა.

სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირდა.

„დარღვევები ძირითადად გვხვდება იმ შემთხვევაში, როდესაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ნიმუშები არ შეესაბამება საექსპორტოდ ან ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ლოტებს. საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში ქართული ღვინის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. მეწარმემ ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან, რადგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოყვანილი ყურძნის ხარისხი,“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 20
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრამდე საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.

„თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით +2, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს – უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს – უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, +3, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -13, დღისით -3, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -7, -12, დღისით +1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8 -13, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -18, დღისით -1, -6 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 20
საზოგადოება

ყავის ნაცვლად მოხალულ ბარდას გვასმევდნენ - სესი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში არაგეგმური კონტროლის ფარგლებში, ყავის საწარმო შპს „ტრეიდერი" შეამოწმა და შემოწმების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა.

სააგენტოს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყავას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ბაზარზე პროდუქცია სავაჭრო დასახელებებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“ გამოდიოდა.

ინსპექტირებისას სპეციალისტებმა პროდუქციის შემადგენლობასა და წარმოების პროცესში კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს:

ფალსიფიკაცია: პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა;
რეალიზაციის არეალი: აღნიშნული პროდუქცია მცირე სავაჭრო ობიექტებში იყიდებოდა;
სტანდარტების დარღვევა: გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. ამასთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, საწარმოო პროცესი შეჩერდა შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ეტიკეტირებას.

სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიის დირექტორი და მფლობელი გიორგი ზირაქაშვილია.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 20
საზოგადოება

აღმაშენებლის გამზირზე ხანძარია

აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ხან­ძა­რია. ცე­ცხლი ე.წ. იტა­ლი­ურ ეზო­ში ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის გა­და­ხურ­ვა­ზე გაჩ­ნდა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

 

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია და ცე­ცხლის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 19
საზოგადოება

“რედისონ ბათუმში” ინტოქსიკაციის შემთხვევაში დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში მდებარე სასტუმრო „რედისონ ბლუში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი მოიწამლა.

რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო, მათ შორის თანამშრომლები, „აჭარა თაიმსთან“ პირად საუბარში აცხადებენ, რომ ინციდენტი სასტუმროს შიდა აუზში მოხდა. მათი თქმით, სავარაუდოდ, აუზში ქლორის გადაჭარბებული რაოდენობა ჩაასხეს, რამაც იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია.

შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს მოხდა. მოწამლული პირები ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ინციდენტის დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიციის თანამშრომლები.

„აჭარა თაიმსი“ დაუკავშირდა სასტუმროს ცხელ ხაზსა და ადმინისტრაციას, სადაც განაცხადეს, რომ ოფიციალური განმარტების გაკეთების შემთხვევაში რედაქციას თავად დაუკავშირდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, თითქმის ორ საათიანი ლოდინის მიუხედავად, ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. უწყების განმარტებით, აუზების შემოწმება წელიწადში ერთხელ, სეზონურად ტარდება. გასული წლის ზაფხულში განხორციელებული შემოწმებისას კი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 19

More Articles …

  1. „თუ ზამთრის საბურავები არ გაქვთ, მოერიდეთ გამოსვლას, დაემორჩილეთ მითითებებს“ – „თბილსერვის ჯგუფის“ მიმართვა
  2. ქვემო ქართლში დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
  3. ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ლიპყინული... - რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე?
  4. დღეს ნათლისღებაა
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60

Page 56 of 134

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში" - ილჰამ ალიევი
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna