HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

„თუ ზამთრის საბურავები არ გაქვთ, მოერიდეთ გამოსვლას, დაემორჩილეთ მითითებებს“ – „თბილსერვის ჯგუფის“ მიმართვა

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მათ რეკომენდაციებს და ზამთრის საბურავების გარეშე ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„საქმიანი დილის“ ეთერში პაპავამ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, ქალაქის ათივე მუნიციპალიტეტში კი ვითარება კონტროლირებადია.

„უკანასკნელი 40 სთ-ის განმავლობაში თბილისის ათივე რაიონში ინტენსიური თოვაა, კიდევ 12-13 სთ-ის განმავლობაში მოსალოდნელია ასეთი ამინდი. ქალაქში 24-საათიან რეჟიმში ვართ გადანაწილებული როგორც სპეციალიზებული ტექნიკით, ისე ცოცხალი ძალით. ვმუშაობთ როგორც ფეხით სავალზე, ისევე ყველა ტიპის სამანქანო გზების დამუშავებაზე.

ყველზე პრობლემურია შემოერთებული ტერიტორიები, ეს არის კიკეთის, წავკისის და კოჯრის მიმართულებები.

ზღვის უბანსა თუ ნაძალადევში კარგი მდგომარეობაა, დავეწიეთ ნალექს, მოსახლეობამ გაიღვიძა და ტრაფიკიც გვეხმარება. არსად არ არის ისეთი ვითარება რომ მსუბუქმა ავტომობილმა ვერ შეძლოს გადაადგილება. პრობლემებია იმის გამო, რომ მანქანები არის სეზონის შეუსაბამო საბურავებით, გამოდიან იმისთვის, რომ შევიდნენ მოწყვეტილ ტერიტორიაზე გასართობად, საგუნდაოდ და შემდეგ უკვე გამოსვლა უჭირთ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, შემოერთებულ ტერიტორიებზე ბოლო გაჩერებებზე არის შეფერხებითი მოძრაობა, ვინაიდან ესენი არის უღელტეხილის ტიპის დასახლებები და აქ გაჩერებებთან წვდომა ძნელია.

მოსახლეობისადმი რეკომენდაციაა, რომ 1) როდესაც შესაბამისი ავტომობილი ან საბურავებით არ არიან აღჭურვილები, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ასეთ დროს არ უნდა გამოვიდნენ რათა საფრთხე არ შეექმნათ. 2) უნდა დაემორჩილონ პოლიციას, ჩვენს თხოვნას, მითითებებს. არ შეიძლება სიჩქარით გადაადგილება, ავტო შეჯიბრის მოწყობა და ა.შ.

ამ ეტაპზე ვფლობთ სიტუაციას და საშიშროება არსად არ გვაქვს, რომ დამატებითი რეგულაცია გვჭირდებოდეს, თუმცა რელიეფურად თუ შევხედავთ, თბილისის შემოერთებული ტერიტორიები საკმაოდ რთულია, ამიტომ კარგი იქნება თუ აქ გარკვეული რეგულაციები დადგინდება რადგან სირთულით, დახრის პროცენტულობით ეს მონაკვეთები რთულია“, - განაცხადა პაპავამ.

თბილსერვის ჯგუფის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოებში 100-ზე მეტი ტექნიკა და 230 ადამიანია ჩართული.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 19
საზოგადოება

ქვემო ქართლში დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ქართლში, სადაც დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

განსაკუთრებით ინტენსიური ნალექია წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. წალკაში 15 სოფელთან მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო დმანისში სამუშაოებში ჩართულია ექვსი ერთეული ტექნიკა.

ამ დროისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტიც. ერთადერთი დროებითი შეზღუდვა გომარეთი–დმანისის მიმართულებას შეეხო. უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ერთი დღით შეჩერდა.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 19
საზოგადოება

ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ლიპყინული... - რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე?

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:

ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:

  • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე
  • კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის კოდა-სოფ. ალგეთისა და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთებზე
  • ნაქერალას უღელტეხილზე
  • საჩხერე-რაჭის გზაზე
  • ფარცხისი-თეთრიწყაროს გზაზე
  • მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზაზე
  • ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე
  • ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე
  • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:

  • ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე
  • ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე
  • კორშა-შატილის მონაკვეთზე
  • უშგული-ლასდილის მონაკვეთზე

მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე და ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე

საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 19
საზოგადოება

დღეს ნათლისღებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება, ასევე დიდ აიაზმებში წყალი ეკურთხება.

ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 19
საზოგადოება

გაფრთხილება მძღოლებს - გზის 3 მონაკვეთზე გადაადგილება შეიზღუდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე,შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 18

More Articles …

  1. ტრაგედია წყალტუბოში - მოზარდი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა
  2. დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი იყო
  3. „შევთხოვთ ღმერთს მის ჯანმრთელობას" - ილია მეორე აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
  4. 17-20 იანვარს საქართველოში თოვლი და ნალექია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61

Page 57 of 134

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში" - ილჰამ ალიევი
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna