HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ტრაგედია წყალტუბოში - მოზარდი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუ­მათ­ში. ბრმა ტყვი­ამ მო­ზარ­დი იმ­სხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ძვე­ლით ახალ წელს მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გეგი ხე­ცუ­რი­ანს შემ­თხვე­ვით გა­ვარ­დნი­ლი ტყვია არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

"გული მოგ­ვიკ­ლა გე­გის ამ­ბავ­მა. მო­უ­ლოდ­ნე­ლი და შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­აა ეს ყვე­ლას­თვის. სა­უ­ბა­რიც გვი­ჭირს ამ თე­მა­ზე. რო­გორც ვი­ცით, თოფი მო­ი­პა­რეს ბავ­შვებ­მა და ერთ-ერთს გა­უ­ვარ­და ია­რა­ღი. გე­გის არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა. სამ­წუ­ხა­როდ ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

 

ambebi.ge

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 17
საზოგადოება

დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი იყო

დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ფართობია დამწვარი.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 16
საზოგადოება

„შევთხოვთ ღმერთს მის ჯანმრთელობას" - ილია მეორე აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც მისალოც ტექსტში პატრიარქი აღნიშნავს, გამორჩეულია მზექალა შანიძის დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და ქართველოლოგიის განვითარებაში.

„აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების საიუბილეო თარიღი, მართლაც, ღირსშესანიშნავია; 100 წელი ასეთი ნათელი გონებით, ასეთი შემართებით, ასეთი ცოდნით, ერთეულ პიროვნებათა ხვედრია. იგი მამასთან, ბატონ აკაკი შანიძესთან, ერთად დღემდე ითვლება ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნედ და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ბიბლიის ძველქართული ტექსტის დამდგენ მეცნიერთა შორის. გამორჩეულია მისი დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და, საერთოდ, ქართველოლოგიის განვითარებაში; ამასთან, ქალბატონი მზექალა იყო და რჩება მრავალ თაობათა აღმზრდელად და თავისი სტუდენტების ყველაზე მკაცრ, სამართლიან შემფასებლად. ბუნებრივია, მას არაერთი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული; გვახარებს, რომ თავისი შესაძლებლობები მან გელათის მეცნიერებათა აკადემიის სივრცეშიც გამოავლინა და არაერთი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი შექმნა. ქალბატონ მზექალას გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს და შევთხოვთ ღმერთს მის ჯანმრთელობას, ქვეყნის საკეთილდღეოდ კვლავაც დაუღალავ მოღვაწეობას“, – ნათქვამია პატრიარქის მისალოც ტექსტში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 16
საზოგადოება

17-20 იანვარს საქართველოში თოვლი და ნალექია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა

ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 16
საზოგადოება

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Jan 16

More Articles …

  1. 2025 წელს სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა
  2. სესმა 2025 წელს ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა
  3. რა ვითარებაა საქართველოს გზებზე
  4. "ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული" - ფერეიდნიდან საქართველომდე
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62

Page 58 of 134

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში" - ილჰამ ალიევი
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna