HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

2025 წელს სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის მხარდაჭერის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა.

ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ ხორბლის სათესლე მასალაზე გაიცა 41 სერტიფიკატი, რაც 554 ტონა სერტიფიცირებულ პროდუქციას მოიცავს.

მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით, 50-მდე სანერგე მეურნეობას მიენიჭა კვალიფიციური სანერგე მეურნეობის სტატუსი, ხოლო ტყის მერქნიან სახეობებზე გაიცა 27 სერტიფიკატი.

სერტიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოება წარმოადგენს აგროსექტორის პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზარზე ნდობის განმტკიცების მნიშვნელოვან წინაპირობას.

ასევე, 2019–2025 წლების მონაცემებით, ეროვნულ კატალოგში შეტანილია 109 ჯიში, მათ შორის ხორბლის, ვაზის, ქერისა და შვრიის კულტურები, რაც ხელს უწყობს სერტიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოების განვითარებასა და აგროსექტორის მდგრადობას.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 15
საზოგადოება

სესმა 2025 წელს ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2025 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 700-მდე ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია და ვეტაფთიაქი შეამოწმეს.

უწყების ცნობით, სპეციალური კონტროლით დაქვემდებარებული პრეპარატების გამოყენების მონიტორინგის დროს 1000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა. კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 15
საზოგადოება

რა ვითარებაა საქართველოს გზებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უსაფრთხოების მიზნით, ამ მონაკვეთზე აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება წმენდის სამუშაოები და უმოკლეს ვადებში აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. კერძოდ, ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.

მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები გომბორის უღელტეხილზე, ორბელის უღელტეხილზე და და ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 15
საზოგადოება

"ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული" - ფერეიდნიდან საქართველომდე

"ირანის ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული" - ინფორმაციას ორგანიზაცია ფერეიდნიდან საქართველომდე ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, "ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია  ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა". 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, ეს არის ამ ერთი ორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაცია.

ორგანიზაციის ცნობით, მათ მიერვე გავრცელებული მონაცემები არ არის ზუსტი და სრული და იგი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპაჰანსა და იქ მცხოვრებ ქართველებს. 

"შემაძრწუნებელი ცნობა ირანში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისას ფერეიდნელი ქართველების დახოცვის შესახებ. 

ღრმა მწუხარებითა და შეშფოთებით გაცნობებთ, რომ ირანში ინტერნეტის, ტელეფონისა და კავშირგაბმულობის სრული ბლოკადის პირობებში, ბოლო დაპირისპირებების შესახებ მოპოვებული მწირი ინფორმაციით, ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული.

მოკლულთა შორის არის უკიდურესად შემაძრწუნებელი და ტრაგიკული შემთხვევა: პირდაპირი ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა. ეს სისასტიკე არა მხოლოდ უზომო ტკივილს, არამედ უდიდეს აღშფოთებასა და რისხვას იწვევს ამ აშკარა დანაშაულის მიმართ.

ხაზგასასმელია, რომ ეს მონაცემები არ არის ზუსტი და სრული; იგი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპაჰანსა და იქ მცხოვრებ ქართველებს. არსებული ვითარებისა და გაწყვეტილი კომუნიკაციების გათვალისწინებით, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის ალბათობა ძალიან მაღალია. ამ დროისთვის არანაირი სარწმუნო ინფორმაცია არ მოგვეპოვება თავად ფერეიდნისა და სხვა ქალაქების, მათ შორის თეირანის მდგომარეობის შესახებ, რაც ჩვენს შეშფოთებას კიდევ უფრო აორმაგებს"- წერია განცხადებაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 14
საზოგადოება

რიკოთზე გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა - გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა) გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები.

"აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ქმნის რეალურ საფრთხეს საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე ახორციელებს დაუყოვნებელ რეაგირებას და დაზიანებულ მონაკვეთებზე გარე განათების ქსელის აღდგენის სამუშაოებს, თუმცა, აღდგენის პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში გადაადგილების საფრთხე იზრდება.

გუშინ, 13 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე გაამკაცრებს კონტროლს და დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის ორგანოებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასევე, ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს", - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 14

More Articles …

  1. მნიშვნელოვანი ინფორმაცია - აკრძალვა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
  2. საქართველოში 18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
  3. 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
  4. სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან კურორტებზე მცირე და ქსელურ მარკეტებს ამოწმებს
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63

Page 59 of 134

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში" - ილჰამ ალიევი
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna