გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
"საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
„აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ხოლო ვადიანი მოწმობების მფლობელები ვალდებული არ არიან, შეცვალონ ისინი ახლით.
განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით – სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ.
დაინტერესებულ პირებს ახალ ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით – sda.gov.ge“, – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 83-ე ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო დრამატული ფილმი ქლოი ჩჯაოს „ჰამნეტი“ გახდა, წლის საუკეთესო კომედიური და მუსიკალური ფილმის ნომინაციაში კი პოლ ტომას ანდერსონის ნამუშევარმა „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ გაიმარჯვა.
საუკეთესო დრამატული როლის შემსრულებელ ქალად ჯესი ბარკლი დაასახელეს, საუკეთესო კაცი მსახიობის ტიტული კი ვაგნერ მოურას ხვდა წილად. წლის რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი გახდა, ფილმისთვის „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ.“ ფილმმა „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო სცენარისთვისაც მიიღო.
საუკეთესო ანიმაციურ ფილმად „კეი პოპ დემონებზე მონადირეები“ დაასახელეს, საუკეთესო დრამატული სერიალი კი „პიტის საავადმყოფო“ გახდა.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული - მეუფე შიო
- Passport Index-ის 2026 წლის მონაცემებით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში მსოფლიოში 33-ე ადგილზეა
- სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი ლიკვიდირებულია
- ბაზრიდან იღებენ „ნესტლეს“ ბავშვთა საკვების პარტიებს – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს
Page 61 of 134
