HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული - მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს სიყვარულისა და ღვთის მცნებების დაცვისკენ მოუწოდა. მეუფე შიომ წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია, ჰეროდეს მიერ ბეთლემში მოკლულ 14 ათას ჩვილს იხსენებს, რომლებიც ქრისტესთვის მოწამებრივად აღესრულნენ.

„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, ვეცადოთ ყველანაირად, რომ ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ ჩვენ. წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან ჩვენ, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ისეთი, როგორიც იგი თავდაპირველად გამოვიდა შემოქმედის ხელიდან", - თქვა მეუფემ.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 11
საზოგადოება

Passport Index-ის 2026 წლის მონაცემებით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში მსოფლიოში 33-ე ადგილზეა

Passport Index-ის 2026 წლის მონაცემებით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილზეა მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 133 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული წესით შესვლა.

აქედან 79 ქვეყანაში მოქალაქეები სრულიად უვიზოდ შედიან, 50 ქვეყანაში აეროპორტშივე იღებენ ვიზას, ხოლო ოთხ ქვეყანაში ელექტრონულ ნებართვას საჭიროებენ. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება ესაჭიროებათ 65 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და იაპონიაში.

2023-2024 წელს იმავე რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილს იკავებდა 135 ქვეყნაში უვიზოდ შესვლის ხელმისაწვდომობით.

2022 წელს საქართველო ამავე რეიტინგში 34-ე ადგილზე იყო, ხოლო 2021 წელს – 35-ე.

ამასთან, 2017 წელს საქართველო რეიტინგში 45-ე ადგილს იკავებდა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 10
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი ლიკვიდირებულია

სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და კრიმინალისტები რჩებიან.

ასევე, ტერიტორიაზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ სავაჭრო ობიექტზე სხვადასხვა ფართს ფლობენ და მუშაობენ. მათი განცხადებით, არ აქვთ ინფორმაცია, დაზიანდა თუ არა მათი სამუშაო სივრცე და საქონელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართი.

„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შეტყობინების მიღების შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა 20-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია. დაშავებული არავინ არის. დამწვარია სარესტორნო ფართის დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 09
საზოგადოება

ბაზრიდან იღებენ „ნესტლეს“ ბავშვთა საკვების პარტიებს – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს წერს, რომ მიმდინარეობს „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი.

„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს „ნესტლე საქართველოს“ მიერ კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქციის – მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების ბაზრიდან კონკრეტული პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე, კერძოდ:

NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;
NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811

სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს ის“  – იუწყება სააგენტო.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს.

„Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.

ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული საკვების მიღებისას, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სასურველია დაუკავშირდეთ პედიატრს, რომელიც საჭიროებისამებრ განსაზღვრავს მკურნალობას ან მეთვალყურეობას.

აღსანიშნავია, რომ ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების, რომლებიც კომპანიის შეფასებით, შესაძლოა პოტენციურ რისკებს შეიცავდეს. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებითაც კომპანია Nestlé წარმოდგენილია საქართველოში“ – წერს სურსათის სააგენტო.

უწყება აღნიშნავს, რომ „ნესტლე საქართველომ“ დაუყოვნებლივ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარტიების იდენტიფიცირების და ამოღების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 09
საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს.

უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს ფარგლებს გარეთ, 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება და მოქალაქეები პროგრამით სარგებლობას გააგრძელებენ.

"საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება, არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.

ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო, ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის - გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას",- ნათქვამია უწყების განხადებაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 09

More Articles …

  1. საყოველთაო ჯანდაცვა აღარ გავრცელდება ქვეყნიდან 6 თვით გასულ მოქალაქეებზე
  2. როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში - პროგნოზი
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა ქვეყნის მასშტაბით გაიმართა
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66

Page 62 of 134

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში" - ილჰამ ალიევი
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna