გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -3, +2°, დღისით +8, +13; მთაში ღამით -12, -7°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -17, -12°, დღისით -2, +3°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -9, -4°, შიდა ქართლში ზოგან -15°-მდე, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -16, -11°, დღისით-2, +3°; მაღალმთაში ღამით -17, -12°, ზოგან -21°, დღისით -7, -2°, ზოგან +2°-მდე.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმჰაერის ტემპერატურა: ღამით -1°, დღისით +12°.
სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +4°;- გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +16°, ღამით +5°;
- ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +5°;
- ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრ/აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +17°, ღამით +5°;
- ქობულეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ/აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +16°, ღამით +4°;
- ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +16°, ღამით +7°;
- ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -4°;
- ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +3°;
- ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -1°;
- ამბროლაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით-4 °;
- ცაგერი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -5°;
- ონი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +10°, ღამით -6°;
- მესტია - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 4-9მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -7°;
- გორი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -4°;
- ახალგორი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -5°;
- ჯავა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -6;
- ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -6°;
- სტეფანწმინდა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -7°;
- გუდაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით - 1°, ღამით -10°;
- თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-6°.
- ახალციხე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -9°.
- ბორჯომი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -5°.
- ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -10°.
- თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +2°;
- ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +2°;
- საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +2;
- სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მმომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +3°;
- დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +9°, ღამით +1°;
- ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +3°.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.
მან უწმინდესს 93 წლის შესრულება მიულოცა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
„მინდა, თქვენთან ერთად შვილობრივი სიყვარულით გულითადად მივულოცო მას დაბადების დღე. სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ ასევე მისი აღსაყდრებიდან 48 წლისთავი. შობის წინა დღეებში ამ ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა ჩვენ განსაკუთრებული სიხარულითა და მადლიერებით გვავსებს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისადმი.
მისი მამათმთავრული მსახურება, შეიძლება ითქვას, ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ, ძვირფასო მეუფეო, მამებო, ძმებო და დებო, მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, მიმყვანებელს წმინდა ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი იესო, სოფლის შემოქმედი და მაცხოვარი. ღმერთმა ინებოს მისი ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ღვთის სადიდებლად და ჩვენი ერის გასაძლიერებლად“, - განაცხადა მეუფე შიომ.
- Details
- By რუსა ხავთასი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ექვსი მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება. აეროპორტში მგზავრები დილიდან იმყოფებიან და გამგზავრებას ელოდებიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ძლიერი ქარია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ფრენა თურქეთისა და თელ-ავავის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.
- Details
- By რუსა ხავთასი
დაბადების დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე”.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის რწმენით ავსებდა.
„თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის ამ გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის რწმენით ავსებდა.
ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა. პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის.
მისი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით, მის უწმინდესობას ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ,”- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
- Details
- By რუსა ხავთასი
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს!
თქვენო უწმინდესობავ, გვსურს გამოვხატოთ მადლიერება იმ რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიული გზისთვის, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ღირსეულად გაატარეთ.
ჩვენი ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, მის მომავალზე ზრუნვა, ის რთული და საპასუხისმგებლო, ამავდროულად კი საპატიო მისიაა, რომელსაც წლებია ღირსეულად ასრულებთ, ამიტომაცაა, რომ თქვენი სიტყვა და დარიგება საზოგადოებისათვის მტკიცე სულიერ საყრდენად იქცა.
განვლილი წლების მანძილზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის თქვენ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება.
თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის, შეუფასებელია თქვენი როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითოეული თქვენი სიტყვა სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას საქართველოს საიმედოდ და საკეთილდღეოდ.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები", - ნათქვამია მილოცვის წერილში.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
Page 65 of 134
