HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა - უწმინდესს 93 წელი შეუსრულდა.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. უწმინდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 04
საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობის) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, აღნიშნული გზის 79-კმ107 (მლეთა-კობის) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 03
საზოგადოება

,,მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ…” - საქართველოს რკინიგზის განცხადება

საქართველოა რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს

,,ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები.არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.",- ნათქვამია ინფორმაციაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 03
საზოგადოება

რომელ საავტომობილო გზებზე მოიხსნა გადაადგილების შეზღუდვა?

საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ნაწილზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა იზღუდება ან იკრძალება, თუმცა დღის განმავლობაში გზებზე სხვადასხვა მიმართულებით, რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

ნატახტარის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთი
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28-კმ162 (ნატახტარის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 02
საზოგადოება

2 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.

დასავლეთ საქართველოში - ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -4, +1°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით -2, +3°; მაღალ მთაში ღამით - 12, -7°, დღისით -8, -3°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დილის საათებში ზოგიერთ რაიონში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით -3, +2°; მთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -13, -8°, დღისით -6, -1°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -7°.

სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -3°.

გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +5°, ღამით -2°.

ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -2°.

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლჭყაპი. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +7°, ღამით -3°.

ქობულეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლჭყაპი. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +7°, ღამით -3°.

ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დღის პირველ ნახევარში თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +8°, ღამით +1°.

ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -15°.

ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -5°.

ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -12°.

ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -13°.

ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -13°

ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით -1°, ღამით -14°

მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -18°

გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -15°.

ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -16°.

ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -16°.

ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -16°.

სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში თოვლი. შეს. ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -5°, ღამით -17°.

გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში თოვლი. შეს. ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -8°, ღამით -19°.

თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -12°.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -19°.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -16°.

ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -6°, ღამით -20°.

თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -6°.

ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -5°.

საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -5°.

სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -6°.

დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -6°.

ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -4°.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Jan 02

More Articles …

  1. 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა - გარემოს ეროვნული სააგენტო
  2. 1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
  3. პირველი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება
  4. დღეიდან სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70

Page 66 of 134

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში" - ილჰამ ალიევი
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna