HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

დღეიდან შინაური ცხოველების მოვლისა და კონტროლის ახალი რეგულაციები შედის ძალაში

1 იანვრიდან შინაური ცხოველების მოვლის და კონტროლის ახალი რეგულაციები შედის ძალაში. სავალდებულო ხდება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, თუმცა, იქნება საგამონაკლისო შემთხვევებიც. ასევე, აიკრძალება ძაღლების უკონტროლო გამრავლება. იკრძალება ცხოველის მიტოვება, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისათვის.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Jan 01
საზოგადოება

ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს, გილოცავთ, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, იმედით უნდა ვიყოთ - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ, 2026 წელს ულოცავს.

„ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ. მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი. იმედით უნდა ვიყოთ“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 31
საზოგადოება

რა რეჟიმში იმუშავებს იუსტიციის სახლი საახალწლო დღეებში?

იუსტიციის სახლი ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს. უწყება განცხადებას ავრცელებს:

"გაცნობებთ, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით იუსტიციის სახლი 2026 წლის 1, 2, 3, 4 და 7 იანვარს არ იმუშავებს.

5 და 6 იანვარს იუსტიციის სახლი იმუშავებს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე. აღნიშნულ დღეებში მომსახურება გაიცემა შეზღუდულად", - იტყობინება უწყება.

სერვისების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

ამასთან, 1 იანვრიდან 8 იანვრამდე არ იმუშავებს მობილური იუსტიციის სახლი.

უქმე დღეებში ქორწინების სახლები, წინასწარ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, უზრუნველყოფენ:

სპეციალურ სარიტუალო მომსახურებას;
შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებას.
8 იანვრიდან იუსტიციის სახლის ყველა სერვისი მომხმარებლებისთვის ჩვეულ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 31
საზოგადოება

1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტშია ნათქვამი.

„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, - ვკითხულობთ რეგლამენტში.

შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა და ამოქმედება ეტაპობრივად 2025 წლიდან იყო დაგეგმილი. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ განხორციელდებოდა. თუმცა, 2025 წლის 30 მაისის დადგენილებით, ამ შეზღუდვის ამოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტშია ნათქვამი.

„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, - ვკითხულობთ რეგლამენტში.

შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა და ამოქმედება ეტაპობრივად 2025 წლიდან იყო დაგეგმილი. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ განხორციელდებოდა. თუმცა, 2025 წლის 30 მაისის დადგენილებით, ამ შეზღუდვის ამოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

მაშინ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავდნენ, რომ შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანის რეფორმის გადავადება, გადამყვანებისთვის ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო დროის მიცემასთან იყო დაკავშირებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაუკავშირდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს იმის გასარკვევად, ხომ არ იგეგმება კვლავ ამ რეფორმის გადავადება, თუმცა, როგორც სააგენტოში აცხადებენ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 31
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე - უახლესი ინფორმაცია მძღოლებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.    

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 30

More Articles …

  1. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
  2. როგორი ვითარებაა ამ დროისთვის გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
  3. უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - ვის შეუწყდა ელექტროენერგია
  4. ზამთრის კურორტებზე წესრიგს მოთხილამურე პატრულებიც დაიცავენ - შსს
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72

Page 68 of 134

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში" - ილჰამ ალიევი
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna