გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი შტორმული ღელვა.
„31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1-2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთზე და ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ184 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
- Details
- By ანი სარდლიშვილი
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების ნაწილს.
მოტეხილმა ხეებმა დააზიანა როგორც მაღალი, ასევე დაბალი ძაბვების ელექტროქსელი. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
სამთო-სათხილამურო კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად გაძლიერებული რესურსით შეუდგნენ საქმიანობას.
მოთხილამურე პატრულები, სასრიალო ტრასებზე ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად და წესრიგის დაცვის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, გაზრდილი შემადგენლობით განახორციელებენ პატრულირებას. მათ გავლილი აქვთ გადამზადების შესაბამის კურსები, აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ეკიპირებით და მზად არიან დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ.
ამასთან, გუდაურსა და ბაკურიანში, გაზრდილი მობილობის პარალელურად, მართლწესრიგის დაცვისა და ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პატრულირება საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით განხორციელდება.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, კრიმინალური პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იზრუნებენ.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით სკოლებში ჩატარებული ანტინარკოტიკული კამპანიის - „მე მომავალში“ პირველი ეტაპი დასრულდა.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოს მასშტაბით, ათეულობით სკოლაში შეხვედრები ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 3500-მდე მოსწავლემ მიიღო.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ, ესეებისა და კომიქსების კონკურსში. საუკეთესო ნამუშევრები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ფილოლოგები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და სოციალური მუშაკები.
საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი ჯილდო გადაეცათ.
აღნიშნული პროექტის მიზანია, მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. კამპანია „მე მომავალში" შემდეგი სემესტრიდან კვლავ გაგრძელდება.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
Page 69 of 134
