HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში - რიკოთზე კილომეტრიანი საცობებია

უამინდობა საქართველოში - კილომეტრიანი საცობებია რიკოთის მაგისტრალზე. 

ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მთავარ მაგისტრალზე გადაადგილება გართულებულია.

ხალხი, ვინც საახალწლოდ დასავლეთ საქართველოში მიდის, რამდენიმე საათია გზაშია. 

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 30
საზოგადოება

ოფიტარა-ლენტეხის მონაკვეთზე და ორბელის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ88 (ოფიტარა-ლენტეხი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Dec 30
საზოგადოება

რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დასრულებულია

რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა.

30 დეკემბრის შუადღიდან მოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება.

რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის - 1 კილომეტრი და 362 მეტრი.

ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კმ-ით ამცირებს მგზავრობის მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.

რიკოთის მაგისტრალური გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის (E60) მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს.

პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Dec 29
საზოგადოება

ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე და ორბელის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა

ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე და ორბელის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი ინტენსიური თოვაა.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთსა და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 29
საზოგადოება

საქართველოში 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:57 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის დასავლეთით 19 კმ-ში და სოფელ მამიშლარიდან 4 კმ-ში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 28

More Articles …

  1. ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  2. სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად მუშობას შეუდგნენ
  3. მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
  4. უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74

Page 70 of 134

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში" - ილჰამ ალიევი
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna