HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 28
საზოგადოება

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად მუშობას შეუდგნენ

სამთო-სათხილამურო კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულები შინაგან საქმეთა სამინისტროს
სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად გაძლიერებული რესურსით შეუდგნენ საქმიანობას.

მოთხილამურე პატრულები, სასრიალო ტრასებზე ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად და წესრიგის დაცვის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, გაზრდილი შემადგენლობით განახორციელებენ პატრულირებას. მათ გავლილი აქვთ
გადამზადების შესაბამის კურსები, აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ეკიპირებით და მზად არიან დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

ამასთან, გუდაურსა და ბაკურიანში, გაზრდილი მობილობის პარალელურად, მართლწესრიგის დაცვისა და ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პატრულირება საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით
განხორციელდება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, კრიმინალური პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იზრუნებენ.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 28
საზოგადოება

მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2026 წლის 1-ელი აპრილამდე მიიღებენ.

მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.

შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი;  ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება – გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 27
საზოგადოება

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 27
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარი გამოეყოფა, – ამის შესახებ აღნიშნული საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0,40 ლარად, სუბსიდირებისთვის გათვალისწინებულია 0,35 ლარი.

განკარგულების მიხედვით, ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს.

განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 27

More Articles …

  1. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
  2. ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი
  3. პირებს, რომლებსაც ტრანსპორტის განბაჟების ბოლო დღე 1-4 იანვრის პერიოდში უწევთ, ჯარიმები 5-მდე არ დაეკისრებათ - განცხადება
  4. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75

Page 71 of 134

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში" - ილჰამ ალიევი
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06
  • ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
    By ია გრიგალაშვილი
    Apr 06

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna