HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

მოხსენება ინგილოურ დიალექტზე

23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კორპუსში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 84-ესამეცნიერო სესია დაიწყო. წლევანდელი ფორუმიეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გელათისაკადემიის აკადემიკოსის, ალექსი ჭინჭარაულისდაბადების 100 წლისთავს. სამეცნიერო სესიასამდღიანია და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ სხვა არაერთ მოხსენებასთან ერთად, სამეცნიერო სესიის პირველ დღესწარმოდგენილი იყო მარინა ბერიძისა და ლია ბაკურაძის მოხსენება „ნაცვალსახელის წარმოების ზოგი საკითხისათვის ინგილოურში“, რომელიც ქართული ენის ინგილოურ დიალექტს - აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მეტყველების თავისებურებებს ეძღვნებოდა.

ინგილოური დიალექტი ყველაზე ახლოსაა ქართული ენის ფერეიდნულ დიალექტთან - ირანის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მეტყველებასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაბეჭდად მზადდება და მალე გამოიცემა „ინგილოური დიალექტის კორპუსული ლექსიკონი“, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქართველი ენათმეცნიერების, ისტორიკოსების, ამ ისტორიული ქართული კუთხის მკვიდრებისა და ქართული საზოგადოებისთვის.

 

სტატიის ავტორი: გიორგი კერესელიძე

Details
By admin
admin
Dec 24
საზოგადოება

გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია - რა თანხას მიიღებს რეჟისორი

გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს - როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2025-2026 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა. აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებულები ასევე არიან:

• „შინ“ - პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გიორგი აბაშიშვილი) 955 000 ლარი

• „იარე“ - პროდიუსერი: შპს „რონინფილმი“ (რეჟისორი: გიორგი ხურცილავა) 635 000 ლარი

• „ზღვა ყველას მიიღებს“ - პროდიუსერი: შპს „ჯემინი“ (რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) 955 000 ლარი

• „შენდობა“ - პროდიუსერი: შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენ“ (რეჟისორი: გიორგი ხაინდრავა) 955 000 ლარი

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 22
საზოგადოება

მოგეხსენებათ, ელჩებს რა დიდი მისია აკისრიათ, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებით ეს დატვირთვა უფრო გაზრდილია, დარწუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ერთგულებით ემსახურება ქვეყანას - ილია II

საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳  ილია მეორის მიმართვას ავრცელებს:

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეთ.
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონო მინისტრო და დღევანდელი შეკრების სხვა მონაწილენო, ყველას გულითადად მოგესალმებით, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ურთიერთშეხვედრის სიხარულს.

მოგეხსენებათ, ზოგადად ელჩებს თუ რა დიდი მისია და პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებაში ეს დატვირთვა დღეს კიდევ უფრო გაზრდილია და მეტ შრომასა და ძალისხმევას ითხოვს მათგან.
დარწუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ამას კარგად აცნობიერებს და ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც მინდა, ჩვენის მხრიდანაც, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული მუშაკობისთვის თქვენც და თქვენი სამსახურის თანამშრომლებს და გამოვთქვა იმედი, რომ თქვენი საქმიანობა კვლავაც იქნება წარმატებული და სასიკეთო შედეგების მომტანი საქართველოსთვის.

ამასთან, მსურს შეგახსენოთ, რომ როგორც ცნობილია, მომავალ წელს ვზეიმობთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ერის აზროვნების წესი; მის საფუძველზე შეიქმნა ჩვენი უნიკალური ხელოვნება, მწერლობა, ფილოსოფია; ამას ემყარება ადამიანური ურთიერთობებიც.
ვიმედოვნებ, თქვენც, უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებთან და დიასპორასთან ერთად, შეძლებთ ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნას.

ინებოს ღმერთმა, უფლისა და საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანოს ყველა.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთის სათნო მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულების ძალა და შესაძლებლობა მოგცეთ, ამინ!
სიყვარულითა და პატივისცემით,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
22.12.2025“

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 22
საზოგადოება

მაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა – დღეიდან ძალაშია 80 კმ/სთ სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.

უწყების განმარტებით, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარე 80 კმ/სთ-ს არ აღემატება. აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E”, რაც მოიცავს დიდ და საშუალო სატვირთო ავტომობილებს, მისაბმელიან სატვირთოებს, დიდ ავტობუსებს, მინიავტობუსებსა და მისაბმელიან ავტობუსებს.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი საგზაო ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან, რათა მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ, თვალსაჩინოდ და გასაგებად მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს მძღოლებს გადაადგილების უკეთ დაგეგმვასა და უსაფრთხო მგზავრობაში დაეხმარება.

ამასთან, დეპარტამენტი ხაზგასმით მიუთითებს, რომ აღნიშნული სიჩქარის შეზღუდვები ახალი არ არის და განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და 2013 წლიდან მოქმედებს. ახალი საგზაო ნიშნების განთავსება კი მხოლოდ ინფორმაციის დროულად და ეფექტიანად მიწოდებას ემსახურება.

უწყების ინფორმაციითვე, დღეს, 22 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს.

გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ საგზაო ნიშნებს და გაითვალისწინონ მოქმედი წესები.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 22
საზოგადოება

მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა - მეუფე შიო მუჯური

მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა სიკეთისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ათი კეთროვნის განკურნების შესახებ (ლკ. 17, 12-19). როდესაც ამ ეპიზოდს ვკითხულობთ, მაცხოვრის შეკითხვაში ჩანს მისი დიდი სიკეთე, ამავე დროს კი, ისმის საყვედურიც: „გარნა ათნივე არ განიწმინდნენ? ცხრა სადღა არის?!“ – ნუთუ ეს ცხრა იმდენად გულქვა აღმოჩნდა, რომ სურვილიც კი არ გაუჩნდათ, მობრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ მკურნალისთვის?! მაგრამ არც მობრუნდნენ და არც მადლობა უთქვამთ (ლკ. 17, 17).

რა ნაცნობია ეს ჩვენთვის! ჩვენც გვავიწყდება, თუ არ გვიყვარს, მადლიერების გამოხატვა. ეს ვლინდება ყოველდღიურობაშიც და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაშიც; ჩვენს ლოცვებშიც არის ეს ეგოიზმის წილი. ზოგჯერ ჩვენს თხოვნებს ვურთავთ ხოლმე რაიმე დაპირებას. მაგალითად, პარაკლისს გადავიხდი, ან ეკლესიას შევწირავ რამეს, ან გლახაკებს დავეხმარები და ასე შემდეგ, მაგრამ საკმარისია, განსაცდელმა გადაიაროს, ამ მწუხარებამ დაგვტოვეს, რომ ეს დაპირებები გვავიწყდება და იწყება ჩვეულებრივი ცხოვრება მადლიერებისა და ლოცვის გარეშე.

ლოცვის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრს წერენ წმინდა მამები. მაგალითად, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი, ღმერთს ძლიერ სურს, მას მივმართავდეთ და ვევედრებოდეთ ყოველი საქმის გამო, მის გარეშე არც არაფერს ვაკეთებდეთ და არც ვამბობდეთ. როცა ადამიანებს ხშირად ვაწუხებთ ჩვენი თხოვნებით, ჩვენი საქმეებით, ისინი ღიზიანდებიან, გაგვირბიან, უსიამოვნო განწყობა ექმნებათ ჩვენ მიმართ. უფალი, პირიქით, – ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, – მაშინ კი არ რისხდება, როცა ხშირად მივმართავთ მას, არამედ, პირიქით, სწორედ მაშინ გვიწყრება, როცა ამას არ ვაკეთებთ. ეს არის მოსიყვარულე გულის თვისება; მას სურს, მისი საყვარელი ადამიანი ხშირად მიმართავდეს, მის გარეშე არაფერს აკეთებდეს და არაფერს ამბობდეს.

როგორც იცით, სავედრებელ ლოცვებთან ერთად არსებობს სამადლობელი ლოცვებიც. დღეს სწორედ მადლიერების მნიშვნელობაზეა სახარება. მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც ხსნის ადამიანის გულში მის უსაზღვრო სიღრმეს, აღსარების, აღიარების სიღრმეს, რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა იმ სიკეთისთვის, როგორც ნათქვამია წმინდა ლიტურგიის ევქარისტიულ კანონში: „რომელიც ვუწყით, რომელიც არა ვუწყით, საჩინოთა და უჩინოთა, ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნილთა“.

მაშასადამე, საოცარია უფლის ეს შეკითხვა: „განა ათნივე არ განიკურნენ? ცხრა სადღა არის?“. ნუთუ ისინი ისეთი გულქვანი აღმოჩნდნენ, რომ არ გასჩენიათ სურვილი, მობრუნებულიყვნენ, მადლობა გადაეხადათ და ედიდებინათ უფალი, როგორც ეს გააკეთა მხოლოდ ერთმა მათგანმა, ისიც უცხოტომელმა, რომელიც მობრუნდა, დაუჩოქა უფალს, ხმამაღლა მადლობდა და ადიდებდა მას (ლკ. 17, 15-19). ეს ერთი ადამიანი მუდმივად დარჩება, ძვირფასო ძმებო და დებო, ადამიანური კეთილშობილების, ადამიანური მადლიერების სიმბოლოდ და მაგალითად.

ამრიგად, არასდროს დავიზაროთ მოუკლებელი ლოცვა. მაშინ, რა განსაცდელიც არ უნდა შეგვემთხვეს, ის ყოველთვის კეთილად დასრულდება და ჩვენს სავედრებელ ლოცვებთან ერთად არ დაგვავიწყდეს, დიდება და მადლობა შევწიროთ ჩვენს ზეციერ მამას, რომლის წყალობაც და მოწყალებაც, მიუხედავად ჩვენი მერყეობისა, უცვლელი რჩება; და რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,- აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 21

More Articles …

  1. ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება
  2. ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა
  3. ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
  4. სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78

Page 74 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    By რუსა ხავთასი
    Apr 06
  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna