1 იანვრიდან 100 ლარით დაჯარიმდებიან იმ მანქანის მძღოლები, რომელთა წარმოქმნილი ხმაური ნორმას აღემატება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა.
ცვლილების მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. განმეორებით იგივე ქმედება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ხოლო მესამე ჯერზე იგივე ქმედება დაჯარიმდება 300 ლარით.
ცვლილება 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან 60 წლამდე ქალი და მისი ხანდაზმული დედა.
ამ დროისთვის ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
- Details
- By რუსა ხავთასი
თბილისში, ისნის მეტროს მიმდებარედ ხანძარია - ვიდეოს სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულს უკიდია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება მისი გარდაცვალებიდან 7 საუკუნის შემდეგ, 1087 წელს მოხდა. წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერი მისი გარდაცვალების დღეა.
- Details
- By რუსა ხავთასი
1 იანვრიდან არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ძაღლისთვის კუდისა და ყურის მოჭრა აიკრძალება. ამას ითვალისწინებს ახალი კანონი, რომელიც ძალაში სწორედ 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. კანონის მიხედვით, ცხოველისთვის ასევე აიკრძალება შემდეგი ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება:
• ყურების კუპირება
• კუდის კუპირება
• ეშვების ექსტრაქცია
• კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა
• სმენის დაქვეითება
• ხმის იოგების გადაჭრა
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
Page 76 of 133
