HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ლანჩხუთი–ლესას 8 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთზე მოწყობილია სამი პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი.

მათივე ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია. მესამე 12-კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილი ექვსი კილომეტრის სამშენებლო სამუშაოები კი, აქტიურად გრძელდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა, მიმდინარეობს გზის საფარის დაგება და სახიდე ნაგებობების მშენებლობა.

„სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი გადის გურიის რეგიონში და გვერდს აუვლის ქალაქ ლანჩხუთისა და სოფლების – გვიმბალაირის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის დასახლებულ ნაწილს. საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა გაზრდის სატრანსპორტო გამტარუნარიანობის, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციედება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Dec 17
საზოგადოება

დღეს ბარბარობაა – დღესასწაულის ისტორია, ძველი და ახალი ტრადიციები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.

ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიყავთ.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

ბარბარობა ქართველების ერთ-ერთი უძველეს საახალწლო დღესასწაულად ითვლება. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას, რომლის ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება.


ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო – მეკვლეობა. ეს რიტუალი დღესაც აქტუალურია და გამოიხატება მეკვლის (მეფეხის) მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა.

მისი წმიდა ნაწილები ასვენია ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 17
საზოგადოება

შსს-მ სკუტერით მომხდარი საგზაო შემთხვევების აღრიცხვა დაიწყო - რამდენი ადამიანი დაშავდა 9 თვეში?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტროსკუტერების მონაწილეობით მომხდარი საგზაო შემთხვევების სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვეში აღირიცხა სულ 66 შემთხვევა, ელექტროსკუტერის მონაწილეობით, რასაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. ამასთან, შსს-ს მონაცემებით, პერიოდის განმავლობაში სკუტერის მონაწილეობით ლეტალური ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სტატისტიკის თანახმად, სკუტერის, ველოსიპედის, მოპედისა და მოტოციკლის მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები 2025 წლის 9 თვეში ასე ნაწილდება:

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ელექტრო თვითგორიალას (სქროლი) მონაწილეობით - 66 შემთხვევა, 66 დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანებით, ლეტალური - 0;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ველოსიპედის მონაწილეობით - 27 შემთხვევა, 23 დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანებით, ლეტალური - 2;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოპედის მონაწილეობით - 34 შემთხვევა, 39 დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანებით, ლეტალური - 0;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოტოციკლეტის მონაწილეობით - 748 შემთხვევა, 713 დაზარალებული ჯანმრთელობის დაზიანებით, ლეტალური - 20.
იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროსკუტერებით პირები ძირითადად ტროტუარებზე და ველობილიკებზე გადაადგილდებიან, მათი მონაწილეობით მომხდარ შემთხვევების აღრიცხვა თუკი აღნიშნულში ავტომობილი ან სხვა ქვეითი არ მონაწილეობდა რთულია და უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, დაშავებულთა მხრიდან მომხდარის შესახებ შეტყობინება არ ხდებოდეს.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 17
საზოგადოება

საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ დააკმაყოფილა შუამდგომლობა არქიმანდრიტ დოროთესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე.

„საზოგადოებისთვის როგორც ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ბოლო პერიოდში, მასმედიის საშუალებით თუ ამბიონიდან ქადაგებებისას გამუდმებით გამოთქვამდა საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრების თუ ცალკეული სასულიერო პირების მისამართით უსამართლო ბრალდებებს და აკეთებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს. აღნიშნულის გამო, ამა წლის 16 სექტემბერს მასთან შედგა გასაუბრება, სადაც მან განაცხადა, რომ გაითვალისწინებდა და შეწყვეტდა მსგავს განცხადებებს, თუმცა ეს პირობა 28 სექტემბერს დაარღვია.

ამის შემდეგ იგი ორგზის იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზეც, რომელზეც არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის ერთხელ საყვედური გამოეცხადა, ხოლო მეორედ ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა. შემდეგ, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, არქიმანდრიტ დოროთეს კომისიის სახელით გაეგზავნა წერილი, რომელშიც იყო შეგონება და ქრისტესმიერ ძმობაში დაბრუნებისკენ მოწოდება (რომელსაც ვასაჯაროვებთ). თუმცაღა, მიუხედავად ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა, არქიმანდრიტმა დოროთემ კვლავ გააგრძელა უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებები საეკლესიო იერარქების მიმართ, რის გამოც, იგი ისევ იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზე მიმდინარე წლის 16 დეკემბერს.

გამომდინარე იქიდან, რომ არქიმანდრიტმა დოროთემ კომისიაზე დაბარების ცნობის მიღების შემდეგ, ქადაგებისას და, ასევე, სატელევიზიო გამოსვლებისას კვლავ გამოთქვა ეკლესიის იერარქების მისამართით  შეურაცხყოფა და უსამართლო ბრალდებები, აღნიშნულის საფუძველზე, 15 დეკემბერს, ქორეპისკოპოსების, სინოდალური კომისიის წევრი მღვდელმთავრების, აგრეთვე ცალკეული სასულიერო პირების – საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერისა და პატრიარქის მდივნის მიერ გადაწყდა, შუამდგომლობით მიემართათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის არქიმანდრიტ დოროთესთვის (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე. მისმა უწმინდესობამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა“, – ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 16
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 10კმ-ში, სოფელ ჭერემთან დაფიქსირდა.

ბიძგები თბილისის დროით 16:39 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 16

More Articles …

  1. ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  2. პატრიარქის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
  3. ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა - ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა
  4. თბილისის აეროპორტს ყაზახეთის კიდევ ერთი მიმართულება დაემატა - რა სიხშირით შესრულდება ფრენები?
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82

Page 78 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    By რუსა ხავთასი
    Apr 06
  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna