HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

პატრიარქის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა,- ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისიდარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედებისუფლება“, - აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Dec 15
საზოგადოება

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა - ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 15
საზოგადოება

თბილისის აეროპორტს ყაზახეთის კიდევ ერთი მიმართულება დაემატა - რა სიხშირით შესრულდება ფრენები?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

15 დეკემბერს, შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე პირველი ავიარეისი Boeing 737-ს ტიპის თვითმფრინავით შესრულდა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ საინაუგურაციო ფრენის აღსანიშნავად აეროპორტში სიმბოლური ღონისძიება გამართა.

აღნიშნული უკვე ყაზახეთის მეხუთე მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. საქართველოს მთავარი აეროპორტიდან რეისები სრულდება ასევე ალმათის, ასტანის, ატირაუს და აქთაუს მიმართულებით.

ავიაკომპანია Scat Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აქთაუს მიმართულებითაც ასრულებს რეისებს. აღნიშნულ მიმართულებაზე კომპანია Boeing 737 და CRJ-12 ტიპის საჰაერო ხომალდებით ოპერირებს და კვირაში 3-ჯერ დაფრინავს. ასევე, აღნიშნული ავიაკომპანია რეისებს ასრულებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

Scat Airlines ყაზახური ავიაკომპანიაა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო გადამყვანს შუა აზიასა და მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ავიაკომპანია 60 მიმართულებით ახორციელებს ავიარეისებს და მისი მთავარი ჰაბი სწორედ შინქენთის საერთაშორისო აეროპორტია. შიმქენთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქალაქია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უზბეკეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ის

ყაზახეთის სიდიდით მესამე ქალაქია ასტანისა და ალმათის შემდეგ და ქვეყნის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ, სავაჭრო და კულტურულ ჰაბს წარმოადგენს.

ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად 3 ავიაკომპანია ასრულებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana და SCAT Airlines, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan ასრულებს.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 15
საზოგადოება

ნაძვის უკანონო ჭრაზე, პირველ ჯერზე ჯარიმა ₾2000 იქნება - კანონმდებლობა მკაცრდება

ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.

„წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა, პირველ ჯერზე, 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში, დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე - ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები გატარდება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 15
საზოგადოება

იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო - ირაკლი კობახიძე

იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს – ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.

„დღეს, როდესაც მსოფლიოს ასე სჭირდება თანხმობა, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.

ეს აღიარება არის გზავნილი მომავლისთვისაც. ენდემური ჯიშების დაცვა და განვითარება ჩვენი აგრარული სექტორის, აგროტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის უდიდესი პოტენციალია. ჩვენი მიზანია, ეს ტრადიცია იყოს ცოცხალი, განვითარებადი პროცესი, რომელიც დოვლათს მოუტანს ჩვენს ფერმერებს და ქვეყანას.

განსაკუთრებულ მადლობას გიხდით მეცნიერებს, მკვლევრებს, საქართველოს საპატრიარქოს, ყველას, ვინც წლების განმავლობაში შრომობდით ამ ნომინაციის მოსამზადებლად. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მინისტრებს, სამი სამინისტროს ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში.  ეს აღიარება უპირველესად არის ამ ადამიანების, თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურით, მსოფლიო ცივილიზაციის გამორჩეული ნაწილია,“- განაცხადა პრემიერმა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 14

More Articles …

  1. ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული - პრემიერი
  2. გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  3. საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
  4. გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83

Page 79 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    By რუსა ხავთასი
    Apr 06
  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna