HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული - პრემიერი

იუნესკო-ს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება  ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა, ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.

„დღეს საქართველოსთვის გამორჩეული და საამაყო დღეა. ინდოეთში, ქალაქ ნიუ-დელიში, იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული – საქართველოში ხორბალი არასდროს ყოფილა მხოლოდ საკვები. ეს არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.

საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 15 სწორედ ჩვენს მიწაზე ხარობს, ხოლო 5 მათგანი ენდემურია და მხოლოდ ქართულ მიწაზე მოდის. ეს ბიომრავალფეროვნება ცოცხალი საგანძურია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს.

საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი დაუღალავად შრომობდა, აცხობდა პურს და მისდევდა იმ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახების სიმტკიცეს იცავდა. სწორედ ამ შრომის შედეგია ის უნიკალური მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს კუთხეებს ამშვენებს და რაც, საბოლოოდ, ჩვენი ერთიანი, მდიდარი ეროვნული კულტურის საფუძველს ქმნის“, – განაცხადა პრემიერმა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 14
საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ136 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-ლარსი) მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 14
საზოგადოება

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა.

საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა.

საქართველო კონკურსზე „რანინას“ გამარჯვებულმა ანიტა აბგარიანმა წარადგინა. საქართველო მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.

საბავშვო „ევროვიზიას“ საქართველომ მეორედ უმასპინძლა. კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 13
საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ136 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-ლარსი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 13
საზოგადოება

გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! - ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა და აღსაზრდელთა აღრიცხვის მიზნით ელექტრონული დაშვების სისტემა 2026 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება.

„15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება - საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დაწესებულებებში ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი; გადამზადდნენ როგორც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით; იმართება საინფორმაციო შეხვედრები აღსაზრდელების მშობლებთან, რათა 2026 წლის 15 იანვრიდან ბავშვთა მიღება ბაღებში შეუფერხებლად განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელმისაწვდომი ხდება სპეციალურ პორტალზე - www.tbilisikids.com რეგისტრაციის გზით, ერთჯერადი QR-კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე.

„გარდა ამისა, თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ რვა პლასტიკური ბარათი, რათა დავაზღვიოთ ბავშვის აღრიცხვა ბარათის დაკარგვის ან სხვადასხვა მშობლის მიერ თანხლების შემთხვევაში.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა გარემოება, რომელმაც შესაძლოა, თავი იჩინოს ბავშვთა და თანამშრომელთა ელექტრონული აღრიცხვისას, იქნება ეს კონკრეტული სამუშაო განაკვეთი თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული დასწრების გრაფიკი.

„პროგრამა 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს როგორც დასაქმებულთა, ისე რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დასწრების აღრიცხვას. ასევე, ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება გამოიწვევს ადამიანური, დროისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაზოგვას და გადანაწილებას სხვა საჭიროებებზე; სისტემა საშუალებას აძლევს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში დასწრება და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ცენტრალიზებულად გადაამოწმოს“, - განაცხადა თბილისის მერმა

 

prime Time

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 13

More Articles …

  1. ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა - მეუფე შიო
  2. საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო - როგორ მივცეთ ხმა. ინსტრუქცია
  3. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  4. 13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84

Page 80 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    By რუსა ხავთასი
    Apr 06
  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna