2026 წლიდან „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება იწყება და მისი ცალკეული მუხლები ძალაში ეტაპობრივად შევა. საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით, 1-ელ თებერვლამდე გარემოს სამინისტრომ მთავრობას უნდა წარუდგინოს: ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტი და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა), ხოლო მთავრობამ 1-ელ მარტამდე დაამტკიცოს აღნიშნული აქტები;
ასევე, 1-ელ მარტამდე მთავრობამ უზრუნველყოს: იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესისა და სტერილიზაცია/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის მიღება. იმავდროულად მთავრობამ ვეტ. კლინიკებისა და თავშესაფრების მარეგულირებელი დადგენილებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა განახორციელოს.
1-ელ მარტამდე მუნიციპალიტეტებმა კი ყოლის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ან ახლის დამტკიცება მოახდინონ.
1-ელ მაისამდე მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად;
1-ელ მაისამდე არამარეგისტრირებელმა ორგანოებმა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომის მისაღებად;
1-ელ ივლისამდე სეს-მა უზრუნველყოს ბაზაზე სუბიექტების წვდომა.
2027 წლის 1 იანვრიდან, შემდეგი ვალდებულებების დარღვევისათვის:
იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია - 1 500 ლ.
სტერილიზაცია/კასტრაცია - 1 500 ლ.
ცოფის ვაქცინაცია - 500 ლ.
გამრავლება თანხმობის გარეშე - 3 000 ლ.
ცხოველის მიტოვება - ფიზ. პირი 5 000 ლ., იურ. პირი 10 000ლ.
საშენი დაჯარიმდება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:
მოშენების წესების დარღვევა - 1 000 ლ.
მოშენება რეგისტრაციის გარეშე - 5 000 ლ.
მოშენების მორატორიუმის დარღვევა - 10 000 ლ.
სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი ითვალისწინებს:
ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია.
ცვლილებით დაისჯება - ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
(მოქმედით ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე).
ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.
ცვლილებით დაისჯება - ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
(მოქმედით ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე).
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის სქემა ასეთია:
2027 წლის 1-ელ იანვრამდე:
2026 წლის 1-ელი ივლისიდან მეპატრონემ უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ხოლო იმ
მეპატრონეებმა/მიმკედლებლებმა, რომელთაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ცხოველი, მიმართონ რეგისტრაციისთვის;
2026 წლის 1-ელი ივლისიდან საშენმა გაიაროს რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში;
2027 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებული ცხოველები არ ექვემდებარებიან სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას.
2027 წლის 1-ელ ივლისამდე:
მთავრობამ დაამტკიცოს კინოლოგის/ფელინოლოგის სერტიფიცირების წესი
2028 წლის 1-ელ ივლისამდე:
კინოლოგებმა/ფელინოლოგებმა გაიარონ სერტიფიცირების კურსი ან მიმართონ შესაბამის ორგანოს განათლების აღიარების მიზნით.
მეპატრონე დაჯარიმდება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან:
გასეირნება (ალიკაპის ან საბლის გარეშე) – 150 ლ.
მგზავრობა - 150 ლ.
შეყვანა - 50 ლ.
მარეგისტრირებელი სუბიექტები (კერძო თავშესაფარი, საშენი, ვეტი) დაჯარიმდებიან 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის - 3 000 ლ.
მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევისათვის - 500 ლ.
არამარეგისტრირებელი სუბიექტები (სასტუმრო, კინოლოგი/ ფელინოლოგი, რეალიზატორი, გრუმინგი) დაჯარიმდებიან 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევისათვის - 500 ლ.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
არაგვის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანებული გზის შეკეთების 2 დეკემბერს დაწყებული სამუშაოები დროზე ადრე დასრულდა. მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 10 დღე უნდა გაგრძელებულიყო.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, (თბილისი-სენაკის მიმართულება), მდინარე არაგვის სახიდე გადასასვლელის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში – „სტარ ბათუმი“ (ს/კ 345682692).
შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01.
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუშინ, 8 დეკემბერს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში ადგილობრივი ისმაილ მამედოვის ცხედარი ოჯახის წევრებმა საკუთარი სახლის ეზოში, დამხმარე შენობაში აღმოაჩინეს.
ფაქტთან დაკავშირებით ზაგათალას რაიონულპროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ინგილო ქართველების 95%-ზე მეტს კომუნისტური რეჟიმის დროს საბჭოთა პასპორტებში ძველი ქართული გვარები ახალიაზერბაიჯანული გვარებით შეუცვალეს. მათთვის დღემდე პრობლემაა ახალშობილისთვის ქართულისახელების დარქმევაც.
დაბა ალიაბადი (ისტორიული ელისენი) საინგილოშიყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი დასახლებააქალაქების შემდეგ. ალიაბადის მოსახლეობადაახლოებით 11 ათასზე მეტია (მოსახლეობის 98 % ეთნიკური ქართველია და ისინი ქართული ენისინგილოური დიალექტის ალიაბათურ კილოზესაუბრობენ). ალიაბადის უბნებს (ობა) დღემდე ძველიქართული სახელები აქვთ შემორჩენილი - ქურა, ქევხიანი (ქევხიშვილების), ციცქვილ (ანუწისქვილის), ჩიტის, ძაღლის (ვარდის), ასუსტიანი, კურდღლისი (მე-3 ბრიგადა), მურტალიანი, ზემოთ ობადა სხვ.
ალიაბადში ჯერ კიდევ 1938 წელს 4 ქართული სკოლაგაიხსნა (იმ პერიოდში ქართული სკოლა გაიხსნაქალაქ ზაქათალაშიც). სამწუხაროდ, დღეისათვისალიაბადის 4 სკოლიდან მხოლოდ 1 სკოლაშიადარჩენილი ქართული სექტორი და მასაც დახურვაემუქრება. ალიაბადის აზერბაიჯანულ სკოლებსა და 1 რუსულ სექტორზეც ინგილო ქართველი მოსწავლეებისწავლობენ. მათი გაკვეთილების ცხრილში საერთოდარაა გათვალისწინებული მშობლიური ქართულ ენის სწავლება.
ავტორი: გიორგი კერესელიძე
- Details
- By admin
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განსახილველი ცვლილებები წარადგინა.
მისი თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები ერთზე მეტი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის არჩევას ვეღარ შეძლებენ, რადგან მთავარი ამოცანა იქნება მხოლოდ მაღალქულიანი სტუდენტების მოხვედრა.
"დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით." - თქვა გაბისონიამ.
ცნობისთვის, ცვლილება ასევე ეხება უნივერსიტეტების სახელმწიფო გრანტების მოდელსაც, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს, უფასოდ ისწავლის.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მოქმედ სტუდენებს არსებული გრანტები შეუნარჩუნდებათ, 2026 წლიდან კი კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
- ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
- დონორების მხრიდან დაფინანსების შეჩერების გამო გაერო ჰუმანიტარული დახმარების ბიუჯეტს 50%-ით შეამცირებს
- შობის მარხვა დაიწყო - რა უნდა ვიცოდეთ, რა არის აკრძალული და დაშვებული
- უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ - მეუფე შიო
Page 83 of 133
