HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ლიპყინული და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 
 

 

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 07
საზოგადოება

ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას - პრემიერი

ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, სოციალური თვალსაზრისით.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში სკოლამდელი განათლება გახდა უფასო, ასევე, ზოგადი განათლება, როგორც მოგეხსენებათ, არის სრულიად უფასო და ამას ემატება უკვე განათლების მესამე საფეხური - უმაღლესი განათლება, რომელიც ასევე ხდება სრულიად უფასო. მომდევნო წლიდან და იმის შემდეგ წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა იქნება უფასო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად გადავდივართ სრულად უფასო უმაღლეს განათლებაზე. ეს სისტემა წლების მიხედვით საბოლოოდ ამოქმედდება ზუსტად 5 წელიწადში. ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, სოციალური თვალსაზრისითაც, ბუნებრივია. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ კუთხით ეს შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი სტუდენტებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 06
საზოგადოება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 05
საზოგადოება

რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას ? - სეს-ის რეკომენდაციები

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მომხმარებელი ზოგჯერ უნებურად ხდება არარეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული საეჭვო სურსათის რეალიზაციის ხელშემწყობი. არსებობს რისკი, რომ საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს ურჩევს:

სურსათის რეალიზაციის სანდო ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული უნდა იყოს სურსათის რეალიზატორის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები (ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და სხვა).

სურსათის შეძენისას, გამოიყენეთ სანდო პლატფორმები, რეგისტრირებული ონლაინ მაღაზიები ან სუპერმარკეტები.
სურსათის ეტიკეტებზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლებს არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. შესაბამისად, ონლაინ პლატფორმაზე სურსათის რეალიზაციისას უნდა იძებნებოდეს შემდეგი ინფორმაცია:
დასახელება
ინგრედიენტები, მათ შორის, ალერგენები
წონა
შენახვის და გამოყენების პირობები
მწარმოებელ/დისტრიბუტორის ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი
სურსათის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი;
სურსათის გამოყენების ინსტრუქცია, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება
ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ
დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი.
ნებისმიერ სურსათს, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისათვის, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ’’ N301 ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად

მომწოდებლისგან მიღებულ სურსათზე შეამოწმეთ სურსათის ეტიკეტი, ვარგისიანობის ვადა და დამზადების თარიღი, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მაღალი რისკის სურსათის (ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი და ა.შ) შეძენისას, გადაამოწმეთ მისი ტრანსპორტირების პირობები (ტემპერატურული რეჟიმი);
დაუფასოებელი სურსათის (მაგ. ხორცი, თევზი, შემწვარი და შესაწვავი ქათამი, გოჭი, ინდაური და სხვა; მზა კულინარული ნაწარმი და სხვა) დისტანციური რეალიზაციისას, სავალდებულო ინფორმაცია უნდა განთავსდეს გარე შეფუთვაზე და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სურსათის გადაცემის (მიწოდების) დროს;
სურსათის ონლაინ შესყიდვისას ან მოწოდებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 1501

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 05
საზოგადოება

"ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო" - პრემიერი

ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში   სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში.

 

„რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას და კონკრეტულად დაფინანსების საკითხს, ჩვენ გვქონდა შეკრება, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობის ფორმატშიც და პოლიტიკური საბჭოს ფორმატშიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში   სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში“, - განაცხადა პრემიერმა.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 05

More Articles …

  1. სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმო „ველი“ დააჯარიმა და წარმოება შეუჩერა
  2. 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო - გივი მიქანაძე
  3. 2026 წლიდან „გრანტს“ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ
  4. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში - მეუფე შიო
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89

Page 85 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    By რუსა ხავთასი
    Apr 06
  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna