HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმო „ველი“ დააჯარიმა და წარმოება შეუჩერა

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმო „ველი“ დააჯარიმა და წარმოება შეუჩერა - ჰიგიენური ნორმების დარღვევა და სააგენტოს აღიარების გარეშე ოპერირებაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს „ველის“ კუთვნილი ობიექტი (ს/კ 400152866. მისამართი: ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის N17) შეამოწმეს, რომელიც რძის შემცველი პროდუქტების (ხაჭოსებრი, არაჟნისებრი) წარმოებას და რეალიზაციას (ძირითადად საცხობებში) სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახორციელებდა.

"ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა სააგენტოს აღიარების მიღებამდე და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს წარმოებების და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე 15-01. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად აღმოფხვრას შეუსაბამობები.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 05
საზოგადოება

2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო - გივი მიქანაძე

ჩვენ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, უზრუნველვყოფთ დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული. 2026 წლიდან კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, ის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მეტად ორიენტირებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე არახალია და რეფორმის დაანონსების დღიდან არის ცნობილი საზოგადოებისთვის, მათ შორის, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.

„უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის დაანონსების დღიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთები ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. კერძო უნივერსიტეტებისთვისაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე - მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე - ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება‘‘, - აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძემ უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას მათაც შეეხება.

„უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.

საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო. შესაბამისად, მათ თავისუფლად შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ და სასურველ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა,‘‘ - განაცხადა მინისტრმა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 04
საზოგადოება

2026 წლიდან „გრანტს“ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტების საგრანტო დაფინანსების მოდელი გაუქმდება. მისი თქმით, ახალი წესი არ შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ უნივერსიტეტებში.

მიქანაძის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა „ფაქტობრივად, უფასო ხდება“, კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში კი სტუდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს დაფინანსებას, თუკი მთავრობა ჩათვლის, რომ „დამატებითი საჭიროება“ არსებობს.

„[მომავალი წლიდან ვინც ჩააბარებს, მათთვის] რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც გრანტს რომ მოიპოვებოდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა...

მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ.“ - თქვა გივი მიქანაძემ „რუსთავი 2-ში" საუბრის დროს.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 04
საზოგადოება

დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში - მეუფე შიო

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, რწმენით, ერთგულებით. ჩვენ ვხარობთ უფალ იესო ქრისტეს გამო, რომ ძე ღმერთი განკაცდა და გახდა ადამიანი, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას.

მან შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებაზე ისაუბრა. მეუფის თქმით, ტაძარი არის „ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება“.

„დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში. მართალნი იოაკიმე და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიჰყავთ ყრმა მარიამი ტაძარში, რომ მიუძღვნან უფალს. მათ ანთებული სანთლებით მიაცილებენ ქალწულები. ყრმა მარიამს დააყენებენ ტაძრისკენ მიმავალი კიბის პირველ საფეხურზე და ის ყველასთვის მოულოდნელად, როგორც ზრდასრული, უშიშრად იწყებს ასვლას თვითონ, დამოუკიდებლად ამ კიბეებზე. ზევით, შესასვლელთან მას დახვდა მღვდელმთავარი ზაქარია, რომელმაც, სულიწმინდისგან შთაგონებულმა, შეიყვანა ყრმა მარიამი ტაძარსა და თვით ტაძრის წმინდათა წმინდაში, სადაც ვერავინ შედიოდა, მღვდელმთავრის გარდა, ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ.

იოაკიმესა და ანას მეშვეობით კაცობრიობამ მიართვა უფალს, შეიძლება ასე ითქვას, უმანკო არსება და ელოდა მაცხოვრის მოსვლას. ამიტომაც უგალობს დღეს წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი სიტყვებით: „ტაძარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს“. ამიტომაც იგალობება დღევანდელი დღიდან მოყოლებული ყველა ტაძარში საშობაო საგალობლები, რომლებიც ადიდებენ ქრისტეს შობას და მაცხოვრის მოსვლას დედამიწაზე.

დღეს მიიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში. როგორც გითხარით, იგი დააყენეს კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ თვითონ დაიწყო აღმასვლა. ასეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებით წმინდა ეკლესია გვაყენებს სულიერი კიბის პირველ საფეხურზე, შემდეგ კი თვითონ უნდა ვიაროთ ამ გზით ღმერთისკენ, წმინდათა წმინდასკენ.

რაოდენ სასიხარულოა ეს გზა, ძვირფასო ძმებო და დებო! ჩვენ არ ვართ მარტონი, რადგან ამ გზაზე გვეხმარება და გვამხნევებს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მან ტაძარი იმდენად შეიყვარა, რომ არ განშორებია მას, სანამ იყო ამის საშუალება. თქვენ იცით, რომ იგი იქ ცხოვრობდა, სწავლობდა წმინდა წერილს, შრომობდა, ლოცულობდა და იქიდან გამოვიდა ის, ვინც გახდა დედა ღვთისა, მთელი კაცობრიობის დედა, მეოხი და შუამდგომელი.

გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომ ნაწილობრივ მაინც ჩვენც ვეზიაროთ ტაძრისადმი ასეთ სიყვარულს და ნაცვლად ამსოფლიური შფოთისა, ამაოებისა, გაღიზიანებისა, ჩვენში, ჩვენს სულებში შემოვიდეს ტაძრისგან მიღებული მადლი და შთაბეჭდილებები.

თქვენ იცით, ტაძარს ეწოდება ღვთის სახლი, ღვთის სამყოფელი, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული წესით იკურთხება, არამედ ასევე იმიტომ, რომ აქ იკრიბებიან ადამიანები ქრისტეს გულისთვის, რომელმაც ბრძანა: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ მე ვარ“ (მთ. 18, 20).

ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება.

დღეს წმინდა ყრმა შედის ტაძარში, ძვირფასო ძმებო და დებო, და ყველას მოუხმობს და მოუწოდებს თავისკენ; ვევედროთ მას, შეგვეწიოს, რომ შევისმინოთ მისი ეს მოწოდება და მის მაგალითს მივყვეთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 04
საზოგადოება

ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა მზადება აღსაზრდელებისთვის ტრადიციული საახალწლო საჩუქრების პროექტზე, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს განახლებული სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა.

„ვცდილობთ, ყოველწლიურად გარკვეული სიახლე შევიტანოთ ნობათების შემადგენლობაში და წელსაც ჩვენი ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე განახლებული ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. საჩუქრები გათვალისწინებულია თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აბსოლუტურად ყველა აღსაზრდელისთვის. თითოეული სასაჩუქრე ყუთი შეიცავს მაღალი ხარისხის ათი სახეობის ტკბილეულს და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სათამაშო ნაკრების რამდენიმე სახეობას, საახალწლო თემატიკით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, საახალწლო საჩუქრების შეტანა ბაღებში უკვე დაწყებულია. პროცესი 15 დეკემბრამდე დასრულდება.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Dec 03

More Articles …

  1. სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ზეთის ხარისხს ამოწმებს
  2. ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
  3. მდინარე არაგვის ხიდზე მოძრაობა 10 დღით ნაწილობრივ შეიზღუდება - დეპარტამენტი
  4. საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90

Page 86 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    By რუსა ხავთასი
    Apr 06
  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna