HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე.

მინისტრის განმარტებით, გამოვლინდა, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, სოციალურ-ემოციურიფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება უჭირთ.

„ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 02
საზოგადოება

საჯარო სკოლების მე-12 კლასში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი რეგისტრაცია ყოველი წლის მარტში გაიარონ

11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად, თუმცა მსურველებს შეეძლებათ მე-12 კლასში შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე ისწავლონ, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, რეგისტრაციის შესაძლებლობა მოსწავლეებს ყოველი წლის მარტში ექნებათ.

„რეალობა არის შემდეგი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი მე-12 კლასში ისწავლოს. შესაბამისად, მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

 
 

 

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 02
საზოგადოება

შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები

შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები ფორმებთან დაკავშირებით სახელმწიფო მხარდაჭერას მიიღებენ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტესტურ რეჟიმში, შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Dec 02
საზოგადოება

დაბინძურება შემცირდა, ნალექმა და ქარმა მტვრის მასები გაანეიტრალა - გარემოს სააგენტო

საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების შემცირების ტენდენცია შეინიშნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კლების მიზეზი პირველ დეკემბერს დაფიქსირებული მეტეოროლოგიური პროცესებია. დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილსა და აღმოსავლეთის გარკვეულ რაიონებში ნალექმა და დასავლეთის ზომიერმა ქარმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

სააგენტოს განმარტებით, ბოლო დღეებში ქვეყანაში სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებულმა უდაბნოს მტვერმა მტვრის ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია გამოიწვია, რაც საქართველოსთვის პერიოდულად არის დამახასიათებელი. ვითარების ნორმალიზება ძირითადად ნალექზე, ქარზე და სხვა მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.

გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მომზადება ხდება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოსტიკული ცენტრებსა და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. მონიტორინგი კი ქვეყანაში არსებულ ავტომატურ სადგურებზეა დამყარებული.

ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ინფორმაციას გაეცნოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge/

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 02
საზოგადოება

1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა

მძღოლისა თუ სხვა მგზავრების უსაფრთხოებისთვის ზამთრის საბურავებზე გადასვლა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ამას ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებებიც, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციით, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე (როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე) სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, პატრულს უფლება აქვს, დააჯარიმოს მფლობელი, აუკრძალოს გამგზავრება და ჩამოართვას კიდეც ავტომობილი. აღნიშნული რეგულაცია მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

+7°C ტემპერატურის ქვემოთ, ნემისმიერ გზაზე რეკომენდებულია ზამთრის საბურავებზე გადასვლა. ეს არა მხოლოდ რჩევა, არამედ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზამთრისა და სხვა სეზონურ საბურავებს შორის ფუნდამენტური განსხვავება რეზინის ნაერთია, რომლისგანაც ისინი მზადდება. ზაფხულის საბურავები შედარებით მყარი რეზინის ნაერთისგან მზადდება, რომელიც უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას ცხელ ამინდში და ხელს უშლის სწრაფ ცვეთას გახურებულ ასფალტზე. თუმცა, როცა ტემპერატურა 7 გრადუსზე ქვემოთ ეცემა, რეზინი კარგავს სიმტკიცეს, მოქნილობას და, შედეგად, საგრძნობლად მცირდება გზასთან მისი მოჭიდების უნარი. ზაფხულის საბურავები ვეღარ უზრუნველყოფს გზაზე საჭირო ეფექტურ კონტროლს და ამის გამო იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი.

ზამთრის საბურავები უფრო რბილ, ელასტიურ რეზინის ნაერთს შეიცავს. ეს ქიმიური შემადგენლობა საშუალებას აძლევს საბურავს შეინარჩუნოს მოქნილობა და სირბილე დაბალ ტემპერატურაზეც კი. ამგვარად, უზრუნველყოფს საიმედო კონტაქტს გზის საფართან, რაც გადამწყვეტია მოყინულ და თოვლიან პირობებში.

ამავე მიზეზით, ზამთრის საბურავებით სამუხრუჭე მანძილი ბევრად მოკლეა, ხოლო მართვის სტაბილურობა და მანევრირების უნარი, ფაქტობრივად, უზადო. ზაფხულის საბურავებით დამუხრუჭების მანძილი შესაძლოა ორჯერ მეტი იყოს, რაც საგრძნობლად ზრდის საგზაო ინციდენტების რისკს.

ახალი რეგულაციების შესაბამისად, „ზამთრის საბურავი" უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3)
საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა
ავტო ექსპერტი მიხეილ წულუკიძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ყველა მძღოლმა უნდა შეიძინოს და დააყენოს სეზონური, ხარისხიანი საბურავები, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გადაადგილება ყინვიან და თოვლიან გზებზე.

„მნიშვნელოვანია ზამთრის საბურავის სწორად შერჩევა. ხშირად, ეკონომიის მიზნით, ავტომფლობელები მეორად საბურავებს ირჩევენ, თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება ხშირად დამატებით ხარჯებსა და რისკებთანაა დაკავშირებული. მეორადი საბურავები სწრაფად ცვდება, ზრდის საწვავის ხარჯს და შესაძლოა შეიცავდეს უხილავ შიდა დაზიანებებს, რაც ავარიებისგან არ გვიცავს.

ამასთანავე, დაყენების შემდეგ, ზოგჯერ საბურავი სკდება, ეს კი მძღოლისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის. მეორად საბურავებზე არავინ იძლევა გარანტიას, ხოლო ახალი საბურავი უზრუნველყოფს საიმედოობას, სტაბილურობას და უსაფრთხო გადაადგილების სრულფასოვან გარანტიას. ახალი ზამთრის საბურავების შემთხვევაში ის რისკები, რაც შესაძლოა მეორად საბურავს ახლდეს, მთლიანად განულებულია, რადგან მათ აქვთ ღრმა და ოპტიმიზებული პროტექტორი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოჭიდებას და დამუხრუჭების ეფექტურობას რთული გზის პირობებში“, - აღნიშნავს მიხეილ წულუკიძე.

სამწუხაროდ, ბაზარზე კვლავ ფართოდ არის წარმოდგენილი მეორადი ან დაბალი ხარისხის საბურავები, რომლებიც შეიძლება გარეგნულად უნაკლოდ გამოიყურებოდეს და ეკონომიკურად მოგებიანი ჩანდეს, თუმცა, რეალურად სერიოზულ საფრთხეს ქმნიდეს, რადგან უმეტესობას გასული აქვს საექსპლუატაციო ვადა, უცნობია მათი შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები და აღენიშნება უხილავი დაზიანებები, რომლებიც წინა გამოყენებისას მიიღო.

„ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ბევრი მძღოლი შედარებით მხოლოდ შედარებით დაბალი ფასის გამო ირჩევს მეორად საბურავს.

„ხშირად მძღოლები ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთ საბურავს შესაძლოა, აღარ ჰქონდეს ის თვისებები, რომლებიც უსაფრთხოების ფუნქციას უზრუნველყოფს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფასს, არამედ უსაფრთხოებას და საბურავის რეალურ ტექნიკურ მდგომარეობას. გასაგებია, რომ დღეს ბევრისთვის ახალი საბურავის შეძენა ფინანსურად მარტივი არ არის, თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფასის მეორე მხარეს ყოველთვის ჩვენი და სხვისი უსაფრთხოება დგას.

შესაბამისად, უსაფრთხო მგზავრობისთვის ახალი საბურავისთვის უპირატესობის მინიჭება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუ მძღოლი სეზონურ საბურავებს შეიძენს, მათი შენახვის წესებს დაიცავს, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურადაც უფრო გამართლებული იქნება“, - მიიჩნევს ეკა ლალიაშვილი.

ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ზამთრის საბურავები სპეციალურად არის შექმნილი დაბალი ტემპერატურის, თოვლიანი და ყინულოვანი გზის პირობებისთვის. მათი უნიკალური დიზაინი და რეზინის შედგენილობა უზრუნველყოფს მოცურების რისკის მინიმიზაციას და სამუხრუჭე დისტანციის შემცირებას. ეს თვისებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გზის საფარი თოვლით ან ყინულითაა დაფარული.

ზამთრის საბურავებში ინვესტირება არ არის მხოლოდ ხარჯი — ეს არის ინვესტიცია თქვენი, თქვენი ოჯახის წევრებისა და გზაზე მყოფი სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Dec 01

More Articles …

  1. საქართველოს მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
  2. როდესაც სიმდიდრის მოხვეჭა ხდება ცხოვრების თვითმიზანი, ეს არასწორია, ღმერთში ვმდიდრდებოდეთ - ამისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი - მეუფე შიო
  3. სიცრუეა, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები - სუსი
  4. პირველ დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, პირველი დეკემბრიდან კი ზოგან გაწვიმდება
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92

Page 88 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
    By რუსა ხავთასი
    Apr 06
  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna