როგორ მიმდინარეობს მილდოვაში არჩევნები და რეფერენდუმი

დღეს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამის პარალელურად მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტონ, ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუადღისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.3%-ს გადააჭარბა, რაც  იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრა შედგა.

ქვეყნის მოქმედი პროდასავლელი პრეზიდენტი კონკურენციას 10 კანდიდატს უწევს. მისი მთავარი ოპონენტი ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოღლოა, რომელიც „სოციალისტურმა პარტიამ” ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის, ნაცვლად წარადგინა.

წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობის მიღებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს. რაც შეეხება რეფერენდუმს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე, კვლევების მიხედვით, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას მხარს ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი დაუჭერს.