დღეიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 427
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავისა და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას.
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თხოვს მოსახლეობას იმოქმედონ საგზაო ნიშნების შესაბამისად და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
No article in the selected categories
