ჩხრეკა თბილისში - პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის საცხოვრებლ სახლში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ. არსებული ინფორმაციით, გიორგი ნონიაშვილის სახლიდან სამართალდამცველებმა ლეპტოპები და მობილური ტელეფონები წაიღეს. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი გამოძიებაა, რომელიც სავარაუდოდ ატლანტიკური საბჭოს საქმეზე დაიწყო.
"პირველების" ინფორმაციით, ჩხრეკაა ვაკეშიც - კომპანია Concentrix-ის ოფისში სპეცრაზმი შევიდა.
პარალელურად, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სულ ცოტა ხნის წინ ატლანტიკური საბჭოს თანამშრომელთან, სოფო გელავასთან შევიდა ფინანსური პოლიცია.
“სოფო ფედერალისტების ლიდერის, გიორგი ნონიაშვილია ცოლია.
მიაქვთ ოჯახის ტელეფონები, ლეპტოპები...
იძახიან, რომ გამოძიება ატლანტიკური საბჭოს კონტრაქტორ კომპანიას უკავშირდება", - წერს ჩერგოლეიშვილი.