მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში 74-ე სარჩევნო უბანზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ მარნეულში 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. ნაცემია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქერიმოვი.