"ქუთაისის აეროპორტში" ₾42 399-ის ღირებულების ოქროს ნაკეთობები და მონეტები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ქუთაისის აეროპორტში“, კანონდარღვევის 4 ფაქტი აღიკვეთა, კონკურეტულად კი 174 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საიუველირო ნაკეთობები და მონეტების ღირებულება 42 399 ლარია.

"მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 174 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 399 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 42 399 ლარი შეეფარდათ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.