სპეცოპერაცია Holiday Inn-ში - დაკავებულია შეიარაღებული პირი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სავარაუდო გასროლის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

„შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება, ნომერში ღონისძიების ჩატარება მოხდა და პირი დაკავებულია. როგორც შეტყობინებაში იყო აღნიშნული და სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, გაიგეს სავარაუდოდ გასროლის ხმა. ამჟამად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის, ნომრის, დათვალიერება, ინფორმაციას დავაზუსტებთ. დავაკავეთ ერთი პიროვნება, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, არის თუ არა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი. ნომერში დაკავებული პიროვნება მარტო იმყოფებოდა“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.