საქართველოში 200 კილოგრამი „ჰეროინის“ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულ ირანის მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების საქართველოში შემოტანისთვის დაკავებულ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულმა საქართველოში 200 კილოგრამი „ჰეროინი“ შემოტანა.

გამოძიების მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალების ღირებულება შავ ბაზარზე 50 მილიონ დოლარს აღემატება.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის მხოლოდ დაქირავებული მძღოლი იყო და ტვირთზე ინფორმაცია არ ჰქონია. გამოძიების თქმით, ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „წითელი ხიდიდან“ შემოვიდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ავტომობილი საქართველოდან ბულგარეთის მიმართულებით უნდა წასულიყო.

გამოძიებამ ირანის მოქალაქის მიმართ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული დანაშაულის უკანონო შენახვა-შეძენა) და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ნარკოტიკის საქართველოში შემოტანა, ტრანზიტით გადაზიდვა, (15- დან 20 ან უვადო პატიმრობა); ასევე ბრალდებულს ედავებიან 261-ე მუხლს, რაც ფსიქროტროპული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.