ისანში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ისანში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივებმა ცხედრები კორპუსთან აღმოაჩინეს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. როგორც ცნობილია, გარდაცვლილებიდან ერთი არასრულწლოვანია. ისინი სავარაუდოდ 22-ე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალნენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლებს დაპირისპირებისა და ყვირილს ხმა ესმოდათ. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.