შს მინისტრი გუშინდელი პროცესების შემდეგ, დაკავებულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის ორგანიზებისთვის დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

„გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცესში მიეცემა“, - განაცხადა გეკა გელაძემ.

კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, გეკა გელაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“.