გლდანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისში, გლდანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.