„ჰექსოგენის“ საქმის ფარგლებში დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ გლდანში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა - სუს-ი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 231
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით.
მათი ინფორმაციით, დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.
მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა.

No article in the selected categories