სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ზვიად რატიანმა პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა. ინციდენტის შემდეგ პოეტი 23 ივნისს დააკავეს.