4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს - ჯამში 45

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს,  თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი - 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.