ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალი, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალი, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა - შემთხვევა 11 ნოემბერს საგარეჯოში მოხდა. მაშინ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. ის დღეს, 21 ნოემბერს გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კაცი ცოლზე ძალადობის მუხლით ნასამართლევი იყო და მან საპატიმრო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, ამნისტიით დატოვა. როგორც ოჯახის ახლობლები ყვებიან, ის პოლიციას თავად ჩაბარდა. 

შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზეც - 116 006. კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.