ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - გელა უძილაურმა დუმილი დაარღვია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 87
გელა უძილაურმა დუმილი დაარღვია - ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური აძლევს.
ბრალდებული განსასჯელის სკამდიდან ყვება, როგორ გადაიკვეთა მისი და მოკლული ბიზნესმენის გზები, ირწმუნება, რომ უკრაინაში ბრძოლისას გაიცნო ვინმე სერგეი ბონდარენკო, რომელსაც ბიტკოინების ქარხანა ქართველმა "კრიმინალებმა წაართვეს" - "ასახელებდნენ ჯანგველაძეებს".
ამის შედეგ, როგორც უძილაური ამტკიცებს, ის და ბონდარენკო შეხვდნენ ჯანგველაძეებსი წარმომადგენლებს, რომლებიც ცუდად მოექცნენ - "გასაზიზღრებული დაგვტოვეს".
მკვლელობაში ბრალდებულის თქმით, ამის შემდეგ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ლევან ჯანგველაძესთან შეხვედრა მოინდომა - "ჯანგველაძისთვის მინდოდა მეთქვა, მინდა დავიჯერო, რომ შენი ბანდის წევრებისთვის ეგ მითითება შენ არ მიგიციათქო".
უძილაურმა სასამართლოს უთხრა, რომ ჯანგცველაძის თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმირებული იყო და ისიც იცოდა, გარდაცვლილი მეგობრის სამძიმარზე რომ უნდა მისულიყო, ასევე ადასტურებს, რომ თან იარაღი მართლაც ჰქონდა.
"თავიდან ეს საქმე რომ მოხდა თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს უნდა ყოფილიყო შეკვეთილი მკვლელობა. ბუნებაში რაც არ მომხდარა, იმის დადასტურება შეუძლებელი იქნებოდა. მეც ვფიქრობდი ბოლოში მიმეცა ჩვენება.
2022 წელს ვიყავი უკრაინაში, სადაც გავიცანი და დავმეგობრდი სერგეი ბონდარენკოსთან, რომელსაც ჰქონდა ბიტკოინების ქარხანა რომელიც ქართველმა კრიმინალებმა წაართვეს, ასახელებდნენ ჯანგველაძეებს. მე ვკითხე სერგეის თუ შეეძლო რომ დავეკონტაქტებინე ლევან ჯანგველაძესთან და სკაიპით ვეისაუბრე. დაგვითქვეს შეხვედრის ადგილი და ძალიან ცუდად მოგვექცნენ, გასაზიზღრებული დაგვტოვეს. მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, მაგრამ მასზე სულ კარგი მესმოდა. და მიკვირდა იმიტომ რომ მე უზომოდ შეურაცხყოფილი ვიყავი.
ადამიანი ძაღლს რომ ჯოხს დაარტყამს, იმასაც აქვს ღირსება და მეც ხო ადამიანი ვარ და შეურაცხყოფილი ვიყავი. ვიცოდი რომ ლევანი იშვიათად ჩამოდიოდამ მაგრამ ისიც ვიცოდი სად ცხოვრობდა. დალაპარაკება მინდოდა, ჩემს ადგილზე ეს ყველას მოუნდებოდა. დალაპარაკების ფორმას ვფიქრობდი, რომ მეთქვა როგორც შენ მოგცექეცი მაგის საჭიროებას არ წარმოედგანდათქო, მინდა დავიჯერო რომ შენი ბანდის წევრებისთვის ეგ მითითება შენ არ მიგიციათქო, კონფლიქტს მასთან არ ვაპირებდი.
13 მარტს მქონდა საუბარი სერგეისთან, რომელმაც მითხრა, რომ ლევანს დაეღუპა ახლო მეგობარი. მეც ვიფიქრე რომ ლევანი შეიძლება ჩამოსულიყო, ვთხოვე სერგეის გარდაცვლილის სახელის გაგება და პანაშვიდის მისამართიც მითხრა. 13 მარტს ვნახე მე ეგ მისამართი. ვიცოდი რომ დასაფლავება შაბათს იყო და ვიფიქრე რომ ლევანს ვნახავდი. პარასკევს საღამოს 6 საათზე გამოვედი სახლიდან კლასიკური ჩასაცმელი მქონდა, ხელი მეჭირა რაიონში წასაღებად ცელოფანი და მქონდა იარაღი, რომელიც გარდაცვლილმა მეგობარმა მაჩუქა, რომლის წაღებაც მინდოდა რაიონში.
მაგ დღეს უკრაინელი გოგო უნდა მენახა პროგრამისტი სვეტა, გვარი არ მახსოვს, მასთან შესახვედრად მივედი უნივერსიტეტის ქუჩაზე, მითხრა ბაგებში ვარო. გოგოს სანახავად მივდიოდი და ქურთუკი გავიხადე ცელოფანში ჩავდე და იქვე დავტოვე. სავოლოოდ ვერც სვეტას შვხვდი, ვეღარც რაიონში წავედი და მივედი ჭავჭავაძეზე იქნებ დღეს მოვიდეს ლევან ჯანგველაძეთქო. რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი. გზაზე ფეხით ვიარე, ავტობუსითაც ვიმგზავრე ტაქსითაც და მივედი სადაც ეს უბედური ამბავი მოხდა.", - განაცხადა უძლაურმა
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
წყარო: ტვ პირველი

No article in the selected categories