სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, დაკავებულია 9 პირი

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი.  

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის “ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები, პისტოლეტები, მჭიდები, 2 ხელყუმბარა და 238 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისფაქტებზე დაკავებული არიან: 1982 წელს დაბადებული ..; 1993 წელს დაბადებული ..; 1995 წელს დაბადებული ..; 1995 წელს დაბადებული ..; 1968 წელს დაბადებული ..; 1957 წელსდაბადებული .. და 1988 წელს დაბადებული ..;  ასევე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1979 წელს დაბადებული .. და 1949 წელს დაბადებული ..

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითმიმდინარეობსდანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”