აჭარის პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 88
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დაკავებული შ.გ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ წარმოება-ვაჭრობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა შ.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

No article in the selected categories