ელდარ ლუკა კურტანიძეს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 129
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე. სასამართლოს სიტყვით მიმართა თავად კურტანიძემაც.
„დღესაც თამამად ვაცხადებთ, რომ ლუკა ელდარ კურტანიძე იყო დიდი პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც დაგეგმა მისმა ყოფილმა მეუღლემ. ამის მიუხედავად ის არ გაურბის თავის პასუხისმგებლობას, აღიარებს დანაშაულს 126 მუხლის, ძალადობის ნაწილში, ინანიებს თავის ქმედებას, მიაჩნია, რომ პროვოკაციის მიუხედავად მისი მხრიდან აღნიშნული არ უნდა განხორციელებულიყო, - აცხადებს კურტანიძის ადვოკატი ივანე მეფარიშვილი.
პროკურორ დავით კირჩხელის განცხადებით კი გამოძიების ეტაპზე კიდევ სხვა დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და კურტანიძეს დამატებით წარედგინა ბრალდება.
საქმის არსებითი განხილვა 29 ოქტომბერს დაიწყება. გამოძიება კურტანიძეს ყოფილ მეუღლეზე ძალადობას, ნივთის დაზიანებას, საკუთრების უფლების და დამცავი ორდერის დარღვევას ედავება.

No article in the selected categories