ჭავჭავაძის გამზირისა და სანაპიროს გადაკეტვისთვის, საქალაქოში დაბარებული 11 ადამიანის სასამართლო გადაიდო. პროცესი 11 დეკემბერს გაგრძელდება.
საუბარია 10 ნოემბერს ჯგუფ "დაიტოვეს" ორგანიზებით გამართულ დემონსტრაციაზე და 17 ნოემბერს, თსუ-სთან გამართულ აქციაზე.
მონაწილეებს შსს მანიფესტაციის წესების დარღვევას ედავება და ამტკიცებს, რომ აქციაზე შეკრებილების რაოდენობა გზების გადაკეტვას არ მოითხოვდა.